Month: მარტი 2011

ქართული მწერლების ათი უმნიშვნელოვანესი ფრაზა


სტატია გადავიდა   აქ – ITea.Ge

1. იოანე საბანისძე, აბოს წამება

მრავალნი შეაცთუნნეს და გარდადრიკნეს გზისაგან სამართლისა… ნაშობნი ქრისტეანეთანი გარდაგულარძნეს – რომელნიმე მძლავრებით, რომელნიმე მზაკვარებით და სხვანი, რომელნი-ესე ვართ მორწმუნენი, მძლავრებასა ქვეშე დამონებულნი და ნაკლულევანებითა და სიგლახაკითა შეკრულნი, ვითარცა რკინითა ხარკსა ქუეშე მათსა გვემულნი და ქენჯნილნი. ძვირ-ძვირად ზღვეულნი, შიშითა განილევიან და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა

2. გიორგი მერჩულე, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება

ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების

3. შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი

ამ ნაწარმოებიდან ბევრი ფრაზის მოყვანა შეიძლება, მათგან მაინც იმას გამოვარჩევ, რომელიც საპრეზიდენტო სასახლეს ამშვენებს: ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია.

4. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, ცხოვრება მეფეთ–მეფისა დავითისი

ნათესავი ქართველთა ორგულ-ბუნება არს პირველითგან თვისთა უფალთა, რამეთუ რაჟამს განმდიდრდნენ, განსუქდენ, მშვიდობა პოონ და განსუენება, იწყებენ განზრახვად ბოროტისა.

5. ილია ჭავჭავაძე, მგზავრის წერილები

ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს

6. იაკობ გოგებაშვილი, დედა ენა

ყველაზე მოკლე და ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზა

აი ია

7. კონსტანტინე გამსახურდია, დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა

როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას

8. გრიგოლ რობაქიძე, ერთ–ერთი პირადი წერილი:

ეს ცეკვა “ქართულია”, მას ვერავინ იცეკვებს, რასსა არ ეყოფათ!

9. მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაყოს ხიზნები (ფრაზა, რომელიც ქართველს ფხიზლად ყოფნას ავალდებულებს, რათა დამარცხებულმა მტერმა თავი არ წამოყოს)

დედას გიტირებ, დედასა! დაგაცადე ჯაყოსა! ჩემი დროც მოხვალ

10. დაწერეთ თქვენთვის საუკეთესო…