Month: მაისი 2017

მიხაი ემინესკუ – ისევ ის ქუჩა


17883770_10155079675330120_666483203744236397_n

კვლავ შენი ქუჩის ნაცნობი მხარე,

კვლავ შენი სახლი იმ ქუჩის ბოლოს,

შენს სარკმელს ისევ ჩაჰყურებს მთვარე,

შენ აღარ ჩანხარ სარკმელთან მხოლოდ.

კვლავინდებურად ყვავის კიდევაც,

სახლთან ყვავილი წითელ-ყვითელი,

მაგრამ დღევანდელ დღედ არ იქცევა,

უკვე განვლილი დღე გუშინდელი.

შენ შიცვალე, ის არ ხარ ისევ,

გამქრალა შენი მზერა გულწრფელი,

მხოლოდ მე ახლაც იმ ძველ გზას მივსდევ,

მხოლოდ მე დავრჩი ისევ უცვლელი.

რა სიხარული მოგქონდა ოდეს,

მეგებებოდი ტყის პირას მდგარი,

ისე მსუბუქად, თითქოს ფრთა გსხმოდეს,

მოჰქროდი ჩემკენ ქარივით ჩქარი.

მკერდს მომეკროდი და თვალი წყვილი,

შემომცქეროდა თვალებში ლხენით,

და საუბრობდნენ საუბრით ტკბილით,

სიტყვის უთქმელად თვალები ჩვენი.

ასე ვუცქერდით ერთმანეთს დიდხანს.

ბედნიერებით განაყუჩები,

და თვალით ნათვამ ათასგვარ  კითხვას,

კოცნით აძლევდნენ პასუხს ტუჩები.

მჯეროდა, ჩვენთვის ერთი მზე ენთო,

მეგონა სუნთქვაც გვქონდა ერთობით,

თურმე ქალს ისე არ უნდა ენდო,

ვით საკუთარ ჩრდილს არ დაეყრდნობი.

მე კვლავ იმ სახლში დაგეძებ ფიქრით,

სარკმელთან ფარდას კვლავ არხევს ქარი.

მაგრამ, ვაი, რომ იმ ფარდის იქით,

შენ აღარა ხარ სარკმელთან მდგარი.

 

ოსიპ მანდელშტამი მარინა ცვეტაევას (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)


 

18302152_670840613124628_782937441_n

ნაზზე უნაზესი

შენი სახე,

თეთრზე უთეთრესი

შენი ხელი,

შორზე უშორესი

სამყარო მთელი

შენგან. თავად შენ –

უგარდაუვლესი.

უგარდაუვლესი

შენი სევდა.

ხელის თითები –

ჯერ კიდევ ცხელი.

წყნარი ბგერები

თუმცა, სიტყვები-

მწველი ალები.

შორეთი –

შენი თვალები!

 

 Осип Мандельштам

«Нежнее нежного»

Нежнее нежного
Лицо твое,
Белее белого
Твоя рука,
От мира целого
Ты далека,
И все твое —
От неизбежного.

От неизбежного
Твоя печаль,
И пальцы рук
Неостывающих,
И тихий звук
Неунывающих
Речей,
И даль
Твоих очей.