Month: ივლისი 2023

ვლადიმერ ვისოცკი – არ მიყვარს (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)


არ მიყვარს გზა ხსნისა ფატალური,
ვერ დამღლის დრო-ჟამი შესაფერი;
არ მიყვარს წლის იმ დროს ალიყური,
როცა ლაღ სიმღერას ვეღარ ვმღერი
არ მიყვარს ცინიზმის ცივი ჯიღაც,
აღტაცებისაც აღარ მჯერა;
ან თუ ჩემს წერილს კითხულობს ვიღაც
და მხრის ზემოდან აპარებს მზერას.
არ მიყვარს, აზრი თუ სიტყვის ტყვეა,
არც როცა სიტყვის მოჭრა იციან;
როდესაც ზურგში გესვრიან ტყვიას,
ანდა საერთოდ როცა ისვრიან.
ვერ ვიტან ჭორებს, ვერსიებს ვითომ,
ვერც ეკლის თაყვანს, ვერც ეჭვის ჭიებს;
მატყლს რომ ჩეჩენ და ვარცხნიან თითქოს,
რკინის შეხებით დაკაწრულ მინებს.
არ მიყვარს მაძღრის თავდაჯერება-
სჯობს მუხრუჭებზე ხელის აღება;
ვწუხვარ, არ გვახსოვს სიტყვა „ღირსება“,
არ გვიჭირს მისი ცილისწამება.
არ მიყვარს ფრთები გადამსხვრეული,
არც ძალადობა, არც უძლურება,
არც თანაგრძნობას ვარ მიჩვეული,
ჯვარცმული ქრისტე კი მეცოდება.
მძულს თავი, შიში თუ მიძრწის გულში,
თუ მართალს სცემენ და აწამებენ,
არ მიყვარს, როცა ძვრებიან სულში,
მით უფრო, სულში თუ აფურთხებენ.
არ მიყვარს ცირკი კაზინოების,
სადაც მილიონს მანეთში ცვლიან;
თუმც მოლოდინი მაქვს ცვლილებების,
პრინციპთა შეცვლა არ შემიძლია.

Я НЕ ЛЮБЛЮ
Владимир Высоцкий
Я не люблю фатального исхода
От жизни никогда не устаю
Я не люблю любое время года
Когда веселых песен не пою
Я не люблю холодного цинизма
В восторженность не верю, и еще
Когда чужой мои читает письма
Заглядывая мне через плечо
Я не люблю, когда наполовину
Или когда прервали разговор
Я не люблю, когда стреляют в спину
Я также против выстрелов в упор
Я ненавижу сплетни в виде версий
Червей сомненья, почестей иглу
Или когда все время против шерсти
Или когда железом по стеклу
Я не люблю уверенности сытой
Уж лучше пусть откажут тормоза!
Досадно мне, что слово честь забыто
И что в чести наветы за глаза
Когда я вижу сломанные крылья
Нет жалости во мне и неспроста —
Я не люблю насилье и бессилье
Вот только жаль распятого Христа
Я не люблю себя, когда я трушу
Досадно мне, когда невинных бьют
Я не люблю, когда мне лезут в душу
Тем более, когда в нее плюют
Я не люблю манежи и арены
На них миллион меняют по рублю
Пусть впереди большие перемены
Я это никогда не полюблю

მარინა ცვეტაევა – უფლისწული და გედები (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)


როცა ჩაქრება სხივთა თამაში,

ხალხით გადაღლილ სულს მოვიბრუნებ,-

დიდებულ ბაღის ოქროს მარმაშში

მშვენიერ გედებს ვკვებავ, ვაპურებ.

     დღესასწაული ილევა ცაზე

    (წვით დაღლილი ცა შვებას დაეძებს!),

     ვფანტავ ვარდისფრად  ლაპლაპა წყალზე

     დაფხვნილი პურის ციცქნა ნამცეცებს.

ცურავენ თეთრად დანამცეცებით,

დაბზრიალებენ ოქროს ფოთლებში.

მიკოცნა  წყნარად სხივმა ფეხები,

მერე ათრთოლდა ჩემს კულულებში.

     ენაცვლებიან ერთურთს ფიქრები.

     დავცქერი წყალს და თან ვაკვირდები :

     რა სევდითა და მადლიერებით

     იღებენ ჩემს ძღვენს თეთრი გედები.

გადავაფასებ ფიქრებს და ვდგები,

ვშორდები მიმქრალ სასახლის ხედებს

და მარტოობით სულგატანჯული

ვემშვიდობები ქათქათა გედებს.

          Принц и лебеди

В тихий час, когда лучи неярки
И душа устала от людей,
В золотом и величавом парке
Я кормлю спокойных лебедей.

Догорел вечерний праздник неба.
(Ах, и небо устает пылать!)
Я стою, роняя крошки хлеба
В золотую, розовую гладь.

Уплывают беленькие крошки,
Покружась меж листьев золотых.
Тихий луч мои целует ножки
И дрожит на прядях завитых.

Затенен задумчивой колонной,
Я стою и наблюдаю я,
Как мой дар с печалью благосклонной
Принимают белые друзья.

მარინა ცვეტაევა ალიას* (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)


და როცა – ოდესმე – როგორც წყალში,

წაგიღებს, გაჰყვები დინებას გზის,

გველივით დაფერფლე საკუთარ ტყავში

სახლი – მე -ლექსი — რაც შენში ზის.

 გახსოვდეს: დაბერდები ხელად.

 აჭენე დროგი, ღვინო სვი Яრში.*

 ლურჯთვალა ბოშად იცხოვრე ქარში.

 იცოდე, ცალად ხარ, ვიდრე ჰხვალ –

 და მოიშორე ხელისკვრით ყველა.

პარიზში იწვიან ბულვარები!

(ხომ გესმის, მილიონი თვალი!)

მადრიდში გრიალებენ გიტარები!

(ჩანს ჩემს ლექსებში მათი კვალი!)

  იცოდე (მაგ თვალთა  ცხელმა მზერამ

გაშალა ფრთა -შენი გზა დაიწყე),

გახსოვდეს, შვილო, სიბერის ერა,

სხვა ყველაფერი დაივიწყე

1917წ.

———————-

*ალია, არიადნა – მარინა ცვეტაევას უფროსი ქალიშვილი.

* Яრი.*- ცნობილი დუქანი მოსკოვის გარეუბანში,  რომელშიც ბოშური სიმღერები სრულდებოდა.

АЛЕ

А когда — когда-нибудь — как в воду
И тебя потянет — в вечный путь,
Оправдай змеиную породу:
Дом — меня — мои стихи — забудь.

Знай одно: что завтра будешь старой.
Пей вино, правь тройкой, пой у Яра,
Синеокою цыганкой будь.
Знай одно: никто тебе не пара —
И бросайся каждому на грудь.

Ах, горят парижские бульвары!
(Понимаешь — миллионы глаз!)
Ах, гремят мадридские гитары!
(Я о них писала — столько раз!)

Знай одно: (твой взгляд широк от жара,
Паруса надулись — добрый путь!)
Знай одно: что завтра будешь старой,
Остальное, деточка, — забудь.

„ალუდა ქეთელაურის“ ერთი პასაჟის გააზრებისთვის. ჩანაცვლების გაბედულებიდან ამაღლებამდე – მარინა გოგოლაშვილი


მაინც რა არის ალუდას განსაკუთრებულ მდგომარეობაში ყველაზე ფასეული?

მტრის ხელის მოჭრის უაზროდ გაუგებარ ტრადიციაზე უარის თქმა, თუ მაჰმადიანი მუცალის სულის საოხად მოზვერის შეწირვა?

არც ერთი და არც მეორე!

მისი მეტამორფოზის უმაღლესი მწვერვალი ჩანაცვლების გაბედულებაა, რაც, ფაქტობრივად, ქრისტიანული არსის ის მდგომარეობაა, რომელიც ქრისტეს გარდა ჯერ არავის/ვერავის გაუმეორებია და  რომელიც ადამიანის უფლამდე ამაღლების წინაპირობა ანდა საფუძველი შეიძლება გახდეს.

მაგრამ როგორ მივიდა ალუდა ამ გაბედულებამდე?!

რა თქმა უნდა, ნაბიჯ-ნაბიჯ!

ბევრი ქისტის მარჯვენის მომჭრელმა ხევსურმა ერთ მშვენიერ დღეს  აღმოაჩინა, რომ ვაჟკაცის ბუნებრივი მდგომარეობაა, როცა წაქცეულსა და დამარცხებულს არ ურტყამენ, რადგანაც ამ ქმედებით გამარჯვებულს საკუთარი სინდისის წინაშე დამცირების მეტი არაფერი ემატება.  მითუმეტეს, მიუღებელი აღმოჩნდა მის მიერვე მოკლული ვაჟკაცისთვის მარჯვენის მოკვეთა, შატილიონთა ცოდვა-ბრალით მონათლული  „სამართალი“ – „წესი არ არის მტრის მოკვლა, თუ ხელ არ მასჭერ დანითა“.

თუმცა ის, რომ ხევსურებმა „გაწირეს ქეთელაური გულითა ნარიანითა“ და მის სახელს „ იძახდნენ ბრალიანითა“,  სულაც არ აწუხებს ალუდას. მას „უნდომლად მოკლული“ და სხვა სამზეოში ვერგასული მუცალის გატანჯული სული სტკივა,  ამ ტკივილის შესატყვისი კოშმარული სიზმარ-ხილვები აწამებს. ის ხვდება, რომ საკუთარ სულს მხოლოდ მაშინ დაიმშვიდებს, თუ მუცალის სულის შველას შეძლებს. ამიტომაც „მოდგა ნისლივით“ ხატობის ჟამს „ბეღლის კარზედ“  „მოზვერითა შავითა“ და ხევისბერ ბერდიას ჯერ არსმენილი ასმენინა:

„ეგ სამხვეწროა, ბერდიავ,

ძოღან მოკლულის ქისტისა,

 მუცალს ეტყოდნენ სახელად,

 მაუნათლავის შვილისა –

კარგადაც დამიმწყალობე,

გამიმეტებავ მისთვინა,

როგორც უნდომლად მოკლულის

თავის ლამაზის ძმისთვინა.“

 მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო. ჯაგარაშლილ“ ბერდიას  „ედება ფერი სხვაგვარის შიშისა“ , რადგან ალუდა  უფლის წინაშე იმ მიცვალებულის სულს ავედრებს, რომლის ეგრეგორშიც არანაირად მოიაზრება  არაქრისტიანი ადამიანი.

იცის თუ არა ალუდამ, რა ნაბიჯს დგამს ამ გადაწყვეტილებით?!

იცის თუ არა, რომ საკუთარი ნებით ისამარებს თავს თემში?!        

დიახ, იცის!

იცის, რადგან ამ ნაბიჯამდე ღრმა ფიქრმა მიიყვანა:

„ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ,

მარტოდ ჩვენ გვზრდიან დედანი,

ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ,

კუპრში მოელით ქშენანი…“

… და უცებ, ხევსურს კიდევ მეტად დაუმძიმდება  ფიქრი: ვაი და, მართლა „კუპრში“ იტანჯება ალუდას კაცობის დამფასებელი, თავისი „ლამაზის ძმისთვის უნდომლად მოკლული“ და ამ სამყაროდან ვერგაღწეული მუცალის სული. მაშინ რაღაა ალუდას ვაჟკაცობა? დავლათიანობა? კაი ყმობა?…

და, აი, უმთავრესი, მესამე საფეხური: ალუდა უნდა ჩაენაცვლოს ტანჯვაში მუცალს და მხოლოდ ამით გაათავისუფლებს მის სულს! ეს  საუფლო ჟამის დროს ხატისკენ მიმავალი ის გზაა, რომელმაც ჩანაცვლების გაბედულებამდე უნდა მიიყვანოს! ალუდამ თავისი ადგილი უნდა დაუთმოს მუცალს იმ ეგრეგორში, რომელიც თავის ყმებს განსაკუთრებულ ძალას აძლევს,  თვითონ  კი პატიების აღსარებით გამოეთხოვოს:

„მშვიდობით, ჩვენო ბატონო,

 ყმათად მიმცემო ძალისა!“-

აქ თითქოს  ქრისტიანობა მაღლდება თავის თავზე და ამიტომაც უფალი ასეთ მსხვერპლშეწირვას მოულოდნელი მადლიერებით -ამაღლებით უფასებს ალუდას, რომელიც, თემიდან მოკვეთილი, ღრმა თოვლში წინ მიუძღვის  თავის ოჯახს და, სავარაუდოდ, ქარაფიდან „გადავარდნის“ (უბედური შემთხვევის გამო თუ ბედისწერის ნებით, ბოლომდე გაურკვევლია) ფასად სწორ კვალს უჩვენებს მათ. შორიდან მხოლოდ ქალის „მწარი ქვითინი ისმის“, რომელსაც არ ამხნევებს ალუდას ომახიანი ხმა…

ჩემი ღრმა რწმენით, ალუდა ქარაფიდან „აფრინდა“ და… გასხივოსნდა!