Month: ივნისი 2023

მარინა ცვეტაევა – ვიყავ მწყაზარი (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა


ვიყავ მწყაზარი, შმაგი, მჩქეფარე,

-ყოფნა მწყუროდა!-

ვიყავ ჭკვიანი, ვიყავ მღელვარე

და მიხაროდა!

       სინაზე ერქვა ჩემ ირგვლივ არეს,

       არცოდნა ცოდვის…

       გვათანასწორებს ყველას სამარე,-

       ვშფოთავდი როდის?!

არმოსაწონი გავხდი არსება,

-ო, ვიქეც ყინვად.

რა მოხდა ადრე, ან რა მოხდება,

არ მქონდა ხილვად.

      გადავივიწყე, რომ გატყდა გული

      და კვლავ გულს ჰგავდა,

     გადავივიწყე  ხმა, სიტყვის სული,

     თმა -რომ ბრწყინავდა.

და სამაჯური ფირუზის, ძველი –

ღეროზე, ყუნწზე:

ამ თხელ, ამ ვიწრო, ამ წვრილ, ამ გრძელ-

ამ ჩემს  თლილ ხელზე.

     აფრიალებდა სიშორე ალამს –

     ჩანდა ღრუბელი,

     მის ჩასახატად სადაფის კალამს

     იღებდა  ხელი.

როგორ დახტოდნენ ცელქი ფეხები

ღობეზე დილით,

თითქოს გზის გასწვრივ მიწას ვეხები,

გარბოდა ჩრდილი.

     გადავივიწყე ლაჟვარდთ ცეცხლები,

     წყნარი დღეები…

     -ყველა სიანცე და ქარიშხლები,

     ჩემი ლექსები!

და აღსასრულის სასწაულით

სიცილი კვდება,

ჩემი ღაწვები, შეფაკლული,

გაფერმკრთალდება.

    არ გაიხსნება, – თუნდაც წესისთვის-

   – ო, ღვთის გულისთვის –

არც მზის ჩასვლის და არცა მზერისთვის,

არც მინდვრებისთვის

ქუთუთოები, დახრილი საწყლად

-არც ყვავილისთვის! –

ო, ჩემო მიწავ, გთხოვ, შემიწყალე,

უკუნითი უკუნისამდის!

      და ძველებურად დადნება მთვარე,

     თოვლიც დადნება,

     როცა ჩაირბენს თავბრუდამხვევი

     სიყრმე თავნება.

               х х х

Быть нежной, бешеной и шумной,

— Так жаждать жить! —

Очаровательной и умной, —

Прелест ной быть!

Нежнее всех, кто есть и были,

Не знать вины…

— О возмущенье, что в могиле

Мы все равны!

Стать тем, что никому не мило,

— О, стать как лед! —

Не зная ни того, что было,

Ни что придет,

Забыть, как сердце раскололось

И вновь срослось,

Забыть свои слова и голос,

И блеск волос.

Браслет из бирюзы старинной —

На стебельке,

На этой узкой, этой длинной

Моей руке…

Как зарисовывая тучку

Издалека,

За перламутровую ручку

Бралась рука,

Как перепрыгивали ноги

Через плетень,

Забыть, как рядом по дороге

Бежала тень.

Забыть, как пламенно в лазури,

Как дни тихи…

— Все шалости свои, все бури

И все стихи!

Мое свершившееся чудо

Разгонит смех.

Я, вечно-розовая, буду

Бледнее всех.

И не раскроются — так надо —

— О, пожалей! —

Ни для заката, ни для взгляда,

Ни для полей —

Мои опущенные веки.

— Ни для цветка! —

Моя земля, прости навеки,

На все века.

И так же будут таять луны

И таять снег,

Когда промчится этот юный,

Прелестный век.

რობერტ როჟდესტვენსკი – ბავშვობის ქალაქი (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)


სადღაც ქალაქია სიზმრისფერი,
ლამის მკერდამდე მოცურავს მტვერი,
ნელ მდინარეში კამკამებს წყალი.
არსებობს სადღაც თბილი ქალაქი,
ის – ჩვენი ბავშვობის ალაგი.
ღამით სახლიდან გამოვალ ჩქარა
და ბილეთს მოვთხოვ მოლარეს წყნარად.,
ათას წლის შემდეგ პირველად… კარგი:
„მომეცით ბავშვობამდე პლაცკარტი“.
მოლარე მომიგებს: „არ არის!“
ბილეთი არ არის!
აბა, ძმობილო, დავბრუნდეთ როგორ?
გზა ბავშვობისკენ ვიპოვნოთ როგორ?
ეგებ, უბრალოდ, ხანდახან ოღონდ,
იქ ჩვენს ხსოვნაში დავბრუნდეთ მხოლოდ.
ქალაქში, სადაც ზღაპრები სახლობენ,
ცელქი ქარები თავისკენ გვიხმობენ,
იქ ჩვენ დროდადრო გვშლიდა ჭკუაზე
ფიჭვები ზეცამდე, სახლებში -მზე,
თოვლის ნამქერი მღეროდა ზამთარზე,
სიმღერას – ჩვენი ბედის წნულისა.
გმადლობ, ქალაქო სიყვარულისა.
ნუ გველოდები, არ დავბრუნდებით,
სამყაროს სხვა გზებს ვერ ავერიდეთ.
ჩვენ გავიზარდეთ, ამაში გვენდე,
ჰოდა, შეგვინდე!

Город детства
Р. Рождественский
Где-то есть город тихий, как сон
Пылью текучей по грудь занесен
В медленной речке вода как стекло
Где-то есть город в котором тепло
Наше далёкое детство там прошло
Ночью из дома я поспешу
В кассе вокзала билет попрошу
Может впервые за тысячу лет
Дайте до детства плацкартный билет
Тихо кассирша ответит: “Билетов нет”
Билетов нет
Ну что, дружище, как ей возразить
Дорогу в детство где ещё спросить
А может просто только иногда
Лишь в памяти своей приходим мы туда
В городе этом сказки живут
Шалые ветры с собою зовут
Там нас порою сводили с ума
Сосны до неба, до солнца дома
Там по сугробам неслышно шла зима
Дальняя песня в нашей судьбе
Ласковый город- спасибо тебе
Мы не приедем, напрасно не жди
Есть на планете другие пути
Мы повзрослели, поверь нам, и прости

მცირე ჩანაწერი „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს…“ მარინა გოგოლაშვილი


ეს სიტყვები იმ ნიჭიერ და ტრაგიკული ბედის ქართველ რომანტიკოსს ეკუთვნის, რომელიც  შვილთა თაობამ დაუნდობლად „დაკრიფა სიტყვით“. არადა, დღეს დაფიქსირებულმა ზოგიერთმა ფაქტმა ძალაუნებურად გააჩინა ეჭვით სავსე  დიდი კითხვის ნიშანი: ეგებ, ყველაფერში არც ტყუოდნენ რომანტიკოსები, რეალისტებს სალიტერატურო ენის გაუბრალოებაში რომ სდებდნენ ბრალს?!  შორს რომ არ წავიდეთ, სულ რაღაც 10-ოდე წლის წინ, ქართული ენის ტაძარში მოღვაწე თანამედროვეობის დიდი ქურუმი, რამაზ პატარიძე, დაურიდებლად უწუნებდა ილია ჭავჭავაძეს ასომთავრულ ანბანში დაუნდობელ ჩარევას, რადგან ქართული ასომთავრული ანბანი არ არის მარტოდენ ანბანი, რომ ის მზის კალენდარულ სისტემასაც წარმოადგენს და  ატარებს  უძველეს ქურუმთა უდიდეს ცოდნას. როგორც ცნობილია, ილიამ სრულიად კეთილშობილური მიზნით ასომთავრულიდან ამოიღო გარკვეული ასოები: ჱ — ჰე; ჲ — იოტა;  ჳ — ვიე; ჴ — ხარი და  ჵ — ჰოე,  რათა გამარტივებული და გაუბრალოებული ანბანი მიეღოთ მე-19 საუკუნის 60-იან წლებში წერა-კითხვა დავიწყებულ ქართველებს.  ერის მამის ეს გადაწყვეტილება ახლო მომავლისთვის ზედგამოჭრილი იყო, თუმცა, სამწუხაროდ, შორეულ მომავალზე ვერ იყო გათვლილი, რადგან ამ ცვლილებით დაიკარგა უძველესი და  უმნიშვნელოვანესი ცოდნა, რომელიც სწორედ ერთიან ასომთავრულ ანბანში ჩადეს ქურუმებმა.

დღევანდელი სიტუაცია ძალიან ჰგავს ჩვენი დიდი სულიერი მამის უნებლიე შეცდომას. დიდი ალბათობით, დღესაც ცდებიან…ამჯერად, ენის მამები, რომლებიც თავიანთი გადაწყვეტილების  გასამაგრებლად ეყრდნობიან დიდი ენათმეცნიერის, არნოლდ ჩიქობავას ცნობილ პრინციპს: „სალიტერატურო ქართული ენა, როგორც ყველა ცოცხალი ენა, უცვლელი ვერ იქნება“.

ზემოთქმულზე დაყრდნობით, სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის გადაწყვეტილებითა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დადგენილებით: პირველ თურმეობითში  -ავ და -ამ თემისნიშნიანი ზმნების სწორი ფორმების გვერდით დასაშვებად მიიჩნევა არასწორი ფორმებიც.

ამ, ერთი შეხედვით უწყინარი, ნორმის დაკანონება, სულ მცირე, ენის მტრობაა. რატომ? მოდით, ცოტა უკან დავბრუნდეთ და იქიდან გამოვყვეთ ჩვენი „ღმერთების ენის“ (ლადო ასათიანი) ბედს, როდესაც სასკოლო პროგრამიდან გრამატიკა, როგორც დამოუკიდებელი სასწავლო დისციპლინა, სწავლებიდან ამოიღეს. როგორც ჩანს, ენასთან ასე აშკარა შერკინება ცოტა ნაადრევი აღმოჩნდა და ლიტერატურის წიგნებში ჩართეს მცირე ზომის გრამატიკული ცნობები, თანაც ყოველგვარი  სტრუქტურული თანამიმდევრობის მოშლითა და ფონეტიკის საერთოდ უგულებელყოფით.

ქართული ენის სწავლებისადმი ამ მიდგომამ თავისი შედეგი გამოიღო: დღეს ჩვენი ახალგაზრდების უმრავლესობა ალალბედზე – მხოლოდ ინტუიციასა და ზედაპირულ ცოდნაზე დაყრდნობით მეტყველებს და წერს, რაც ძალიან შორსაა მშობლიური ენის აკადემიური ფლობისგან.

და, აი, ახლა, ამ  დადგენილებით ახალი „მძიმე შვება“ მოჰგვარეს ჩვენი შვილების ინგლისური ენის გრამატიკით დატვირთულ-გატანჯულ ტვინებს. დღეიდან ვეღარავინ გაბედავს, მათ გაუსწორონ  გრამატიკული შეცდომები, რადგან ასეთ შეცდომას ვეღარავინ დაუშვებს, ვერც ის, ვინც სწორად წერს და ვერც ის, ვინც შეცდომით წერს, რადგან პარალელურ ფორმათაგან ყველა მისაღები გახდა.

საით მივყავართ ქართული ფილოლოგიის ამ  მოსამზადებელ „აუტანელ სიმსუბუქეს?“ იქითკენ ხომ არა, რომ სულ მალე ქართული ენა აღარავის ეცოდინება ისე, როგორც მას ეკადრება და ის იმსახურებს  და სათემო – სამეტყველო ერთეულად გადაქცეული გასაქრობად გაიწირება?!

ნელ-ნელა თითოეული ქართველის გემოვნების (და არა განათლების) საკითხად იქცევა, როგორ გამოიყენოს: მე ვუთხარი თუ მე უთხარი; მქონოდა თუ მქონიყო; არ გინდა თუ არ გინდებლარიან; მითქვამს თუ მითქვია, ან კიდევ უფრო თვალწარმტაცი: ნათქმი მაქვს (საკუთარი ორი ყურით მაქვს მოსმენილი პედაგოგის მიერ კლასის წინაშე წარმოთქმული ორატორული მარგალიტი: „ბოვშებო, მე ნათქმი მაქ თქვენთვის…).

და მაინც, რატომ გახდა საჭირო ასეთი რევოლუციური გადაწყვეტილების მიღება? თურმე ნუ იტყვით, სწორი ფორმებით არ მეტყველებს საზოგადოების დიდი ნაწილი და ენა ხალხს უნდა მოვარგოთ! კულტურის გახალხურების მცდელობამ ერთხელ უკვე დაამუხრუჭა ქართული ენისა და ლიტერატურის განვითარება და, ვფიქრობ, ეს საკმარისი გამოცდილება უნდა იყოს ჩვენი ინტელექტუალური აზროვნებისათვის.

ბატონებო, ნუთუ არ ფიქრობთ, რომ ენის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის, გამოსაკვებად ანკარა წყაროა საჭირო და არა დაბინძურებული ჭაობის წყალი (ვაჟა-ფშაველა), სხვა შემთხვევაში, ასეთი „გახალხურებით“ არა მარტო  ჩვენს უნიკალურ ენას დავაკნინებთ, არამედ ერის ბედს ყოფნა – არყოფნის  სასწორზე შევაგდებთ.  და ასე რომ არ მოხდეს, ენას უნდა მოვარგოთ საზოგადოების განვითარება. მაგალითად: ყველა საგნის პედაგოგისათვის სახელმწიფომ სავალდებულო უნდა გახადოს  ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა. თუ ისინი სწორად იმეტყველებენ აღსაზრდელებთან, მაშინ ბავშვების გონებაშიც სწორმეტყველება და გამართული მართლწერა დამკვიდრდება. ასევე აუცილებელია ჟურნალისტებისთვის გრამატიკის აკადემიურ დონეზე ცოდნა, რადგანაც მათ უსმენს და კითხულობს მთელი ქართული საზოგადოება, რომელსაც ასევე ადვილად ჩამოუყალიბდება სწორმეტყველება და აღარ დაბრალდება ხალხს ენის დაბინძურება. ყველა დანარჩენი დარგის სპეციალისტებისთვის კი უმაღლეს სასწავლებლებში კვლავ უნდა დავაბრუნოთ დისციპლინა „მეტყველების კულტურა“.

 მანამდე კი, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, მიჩნდება ფრიად უსიამოვნო კითხვა: სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის გადაწყვეტილება  და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დადგენილება  ენის სიცოცხლისუნარიანობის გაძ        ლიერებას გამოიწვევს თუ მის დაბინძურებას?!

…და, აი, მივადექი ჩემს მთავარ სათქმელს: „ბიბლია“ გვეუბნება: „პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო საქმეო“. ეს ციტატა ასეც         ხომ არ უნდა გავიგოთ, რომ როგორიცაა სიტყვა, ისეთია საქმეც…

ბერი გაბრიელი ამბობდა: „ილოცეთ, ლოცვა მთებს ძრავსო!“

ლოცვა იგივე სიტყვაა, რომლის ძალაზეც წმინდა წერილი და წმინდა ბერი მიუთითებენ.

სიტყვას საკრალურად მაგიური და ფსიქოლოგიურად კურნების ძალაც აქვს. და თუ ენაში არსებულ სიტყვებს დავაბინძურებთ, ამ ძალას გამოვაცლით და, შესაბამისად, ერის მომავალსაც მრუმე ბურუსში გავხვევთ.  სწორედ ამას ხომ არ გულისხმობს გრიგოლ ორბელიანი თავის უკვდავ დებულებაში: ,,რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს…“

თუმცა არც ასე უიმედოდ და მარტივად არის საქმე, როცა გაგვახსენდება იოანე -ზოსიმეს უდიდესი საიდუმლოებით მოცული ჰიმნი „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“:

„დამარხულ არს ენაჲ ქართული

დღედმდე მეორედ მოსვლისა მისისა

საწამებელად…ესე ენაჲ

მძინარჱ არს დღესამომდე, და სახარებასა

შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან.“

სწორედ ეს ლაზარე, 4 დღის მკვდარი და ლპობაშეპარული, გამოიხმო იესო ქრისტემ სარკოფაგიდან:

„-ლაზარე, შენ გეტყვი, აღსდეგ!“

დიახ, ეს ყველაფერი იქნება – დღეს ასე დამცრობილი ქართული-ლაზარე პირველქმნილი ძალით აღდგება და  ვაი, იმ ქართველს,  ვისგანაც იმ განსაკუთრებული წუთისთვის უარყოფილი იქნება „ენაი შემკული და კურთხეული!“