Month: ნოემბერი 2016

როგორ დაწერდნენ წიქარას ცნობილი მწერლები


wiqara

ორიგინალი ტექსტი – წიქარა

როგორ დაწერდა ამას :

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

“სად მივდივართ?” იკითხა ბიჭმა.
“სამყურა უნდა მოძებნო.” უპასუხა წიქარამ.
“განა სამყურების მდელოში არ ვართ?” ჰკითხა ბიჭმა.
“კი, მაგრამ შენი სამყურა უნდა მოძებნო.” უპასუხა წიქარამ.

ენდი ვეირი

“დედაბრის დასამარცხებლად დამჭირდება ერთი სალესი, ერთი სავარცხელი და ერთიც სარკე. დავუშვათ, სალესს ქვისგან გავაკეთებ, სავარცხელს კი რცხილასგან გამოვთლი. რცხილას მოძებნა ტყის ჩრდილოეთ ნაწილში არ იქნება რთული. სალესის გაკეთება რქებით მომიწევს, რაც რქების ცვეთას 12%ით ააჩქარებს, ამას დამატებული სავარცხლის ამოჭრა, რაც ნამდვილად რქებით შესრულებადი საქმეების სიაში მოხერხებულობის მიხედვით უკანასკნელ ათეულშია. მაგრამ არა უშავს. ალვის ხემდე 14 დღეა სავალი, იქ კი მარაგი მეგულება, თუ კოორდინატები დავადგინე. დაგვრჩა ერთი საკითხი – სარკე. და კიდევ, თუ ამ ბიჭმა ჰაი დილილმეს გარდა სხვა რამე სიმღერა მაინც იცის, ჩასვლისთანავე სალამურს ვაჩუქებ. ორს.”

კარლოს კასტანედა

23 მარტი
“ახლა რა უნდა ვქნა?” ვკითხე წიქარას.
“ახლა ელოდე, სანამ შენი სამყურა საჭირო ზომის გახდება.”
“კი მაგრამ, დედაბერი მოგვდევს!”
წიქარას არ შემოუტრიალებია თავი. მზის ჩასვლამდე ჩუმად ვისხედით.
“როდის მასწავლი, როგორ მოვიქცე?” ვეღარ მოვითმინე და ვკითხე.
“უკვე სწავლობ.” მიპასუხა წიქარამ.

1 აპრილი

“როგორ მივხვდები, რომ სამყურა საჭირო ზომის გახდა?” ვკითხე წიქარას.
“ თვითონ გეტყვის.”
“ მცენარეებს არ შეუძლიათ საუბარი!” ავიმაღლე ხმა.
“ მცენარეებს შეუძლიათ საუბარი. უბრალოდ, ყველას არ ესაუბრებიან.” მიპასუხა წიქარამ.

საღამოს უეცარი ძილი მომერია. როცა გავიღვიძე, ჩემი სამყურის გვერდით სალესი, სარკე და სავარცხელი იყო.
“დროა” მითხრა წიქარამ.
სამყურა მოვგლიჯე, მოვითავსე კბილებსშორის და დიდი ხანი ვღეჭავდი.
“ ახლა აიღე სავარცხელი და შორს მოისროლე” მითხრა წიქარამ. სწორედ ასე მოვიქეცი.
“რას ხედავ?”
“ ტყე! ტყე გაიზარდა!” დავიწყე ყვირილი.
“ ხედავ, შენთან მოინდომა ლაპარაკი სამყურამ.” მითხრა წიქარამ.
დაგლას ადამსი
“გადააგდე სარკე!” დაიყვირა წიქარამ.
“რა უნდა მოხდეს სარკის გადაგდებით ?!” უპასუხა ბიჭმა მარცხენა ყურში. “რა თქმა უნდა გარდა იმისა, რომ ძვირფას ნივთს დავკარგავთ!”
“რა მნიშვნელობა აქვს! რაღაც ალბათობა ხომ არსებობს, რომ რამე მოხდება!” შემოსძახა წიქარამ. სარკემ ჰაერში თოთხმეტი ბრუნი გააკეთა და 47 გრადუსით დაეცა 14000 წლის კენჭს. საბედნიეროდ, ეს სამყარო აღმოჩნდა ის სამყარო, სადაც ზუსტად ასეთი კომბინაცია არსაიდან აჩენდა უზარმაზარ ტბას, რაც დიდად გასაკვირი არცაა, რადგან მსგავსი რამ არასოდეს უცდია ვინმეს, მიუხედავად იმისა, რომ პლანეტა დენტარო #44 -ზე ეს კომბინაცია ითვლება არსაიდან ტბის გაჩენის უტყუარ ხერხად, რასაც აქტიურად იყენებდა ადგილობრივი მოსახლეობა სანამ მალარიისგან განადგურდებოდა.

რიჩარდ დოკინზი

“რომც დავუშვათ, რომ შიმშილისა და გარკვეული მცენარეების ზემოქმედების ქვეშ, მოგზაურობით დაღლილ ბავშვს შეეძლო უტყვი ცხოველისგან მითითებები მიეღო, მაშინ გვრჩება ერთი, ასე ვთქვათ, “საიდუმლო“ : როგორ წარმოიქმნა ტბა სარკის გადაგდებით? აქ მე დამჭირდა სხვა სპეციალობის ხალხის დახმარება და ასეთ ადამიანად იქცა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის გეოგრაფიის პროფესორი და ჩემი კარგი მეგობარი დევიდ ჰარვი. როგორც დევიდი ამბობს, წლის ამ პერიოდში (იგულისხმება ადრეული გაზაფხული) მითითებულ ადგილებში ყინული ვერ ასწრებს გადნობას და რჩება თხელ, თხელ ფენად ტბების ზედაპირზე. თუ გავითვალისწინებთ ამ ფაქტს, მაშინ სავარცხელი იყო არა ტბის გაჩენის, არამედ ტბის გამოჩენის მიზეზი, რაც საკმაოდ ლოგიკურ ფარგლებში ჯდება. მეტიც, დედაბერისა და ღორის სიმძიმეს ისედაც ვერ გაუძლებდა ყინული და ისედაც მოექცეოდნენ წყლის ქვეშ, რაც მეტყველებს მხოლოდ ერთზე – წიქარას, როგორც მისტიკური მენტორის ფიგურა არამხოლოდ არამართებულია, არამედ უსარგებლო.”

ერნესტ ჰემინგუეი
“ აბა ჭირის სალამურზე დაუკარი.” თქვა წიქარამ.
“რატომ?” ჰკიხა ბიჭმა.
“უბრალოდ” თქვა წიქარამ. საღამოვდებოდა.
“ღამით მივდივარ” თქვა წიქარამ სიჩუმის შემდეგ.ბიჭმა არ უპასუხა.
“არაფერს მეტყვი?”
ბიჭმა სალამურებიდან ტყეზე გადაიტანა მზერა.
“საერთოდ არ ჰგავს” თქვა ბიჭმა.
“რას?”
“სავარცხელს. საერთოდ არ ჰგავს”
მზე სანახევროდ იყო ჩასული და ბიჭმა დაიწყო დაკვრა. უკრავდა, სანამ მზე სულ არ ჩაიმალა.
“როგორი იყო?” იკითხა მან.

წიქარას არ უპასუხია. წიქარას ეძინა.

მოამზადა მინდია არაბულმა

რა არის მარკეტინგი? ხედავთ მშვენიერ გოგონას ბართან მიდიხართ და ეუბნებით..


michelle-monaghan-09-in-the-bar-none.jpg

რა არის მარკეტინგი?

  1. ხედავთ მშვენიერ გოგონას ბართან, მიდიხართ და ეუბნებით: “მე ძალიან მდიდარი ვარ, გამომყევი ცოლად” -ეს არის პირდაპირი მარკეტინგი (Direct Marketing)

  2. ხედავთ მშვენიერ გოგონას ბართან, თქვენი მეგობარი მიდის და ეუბნება: “ის ძალიან მდიდარია, გაყევი მას ცოლად” – ეს არის რეკლამა (Advertising)

  3. ხედავთ მშვენიერ გოგონას ბართან, მიდიხართ და ართმევთ ტელეფონის ნომერს, ურეკავთ შემდეგ დღეს და ეუბნებით:

    “გამარჯობა, მე ძალიან მდიდარი ვარ, გამომყევი ცოლად” – ეს არის ტელემარკეტინგი (Telemarketing)

  4. ხედავთ მშვენიერ გოგონას ბართან, თავს იწესრიგებთ მიდიხართ და იცნობთ მას. ართობთ მას მთელი საღამო საინტერესო საუბრებით, უსხამთ სასმელს, მანქანაში ჩაჯდომისას უღებთ კარებს , ტოვებთ სახლში და ამ დროს ეუბნებით: “სხვათა შორის, მე მდიდარი ვარ, გამომყევი ცოლად” – ეს საზოგადოებრივი ურთიერთობებია  (Public Relations)

  5. ხედავთ მშვენიერ გოგონას ბართან, ის მოდის თქვენთან და გეუბნებათ: “შენ ძალიან მდიდარი ხარ, მომიყვან ცოლად?” -ეს ბრენდის ცნობადობაა (Brand Recognition)

  6. ხედავთ მშვენიერ გოგონას ბართან, მიდიხართ და ეუბნებით: “მე ძალიან მდიდარი ვარ, გამომყევი ცოლად” ის კი პასუხად სილას გაწნით – ეს  მომხმარებელთან უკუკავშირია (Customer Feedback)

  7. ხედავთ მშვენიერ გოგონას ბართან, მიდიხართ და ეუბნებით: “მე ძალიან მდიდარი ვარ, გამომყევი ცოლად” ის კი თავის ქმარს გაცნობთ – ეს მოთხოვნა და მიწოდებას შორის გარღვევაა (Demand and supply Gap)

  8. ხედავთ მშვენიერ გოგონას ბართან, მიდიხართ და სანამ რამეს ეტყვით, მიდის სხვა მამაკაცი და ეუბნება: “

    მე ძალიან მდიდარი ვარ, გამომყევი ცოლად” გოგონა მას მიყვება – ეს არის შენს ბაზარზე არსებული კონკურენცია (Competition on your market share)

  9. ხედავთ მშვენიერ გოგონას ბართან, მიდიხართ და სანამ რამეს ეტყვით, მოდის თქვენი ცოლი – ეს არის ახალ ბაზრებზე შესვლის აკრძალვა (Restriction for Entering New Markets)

ყველაფერი კარგად იქნება!


ნუ დაეცემი, სულს ნუ იტანჯავ,
ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება.
იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას,
შენი ცხოვრებაც ისე იქნება.
გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფალის
და ყველაფერი კარგად იქნება!

ტყუილ-უბრალოდ ღელვა და შიში,
განა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება;
ნუ შიშობ, უფლის იწამე მარად
და ყველაფერი კარგად იქნება!

როცა ვარდები დეპრესიაში
და შენი ტანჯვა ატყობ იწყება,
მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას თქვი,
ყველაფერი კარგად იქნება!

რომც დაგარწმუნონ შენ იღუპები,
შენი სიცოცხლის წუთი ითვლება,
რწმენას მოუხმე და შენ იხილავ, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

თუ ცოდვები გაქვს, სულით დაეცი,
ღმერთი არ გტოვებს, შენსკენ იხრება;
ის მოწყალეა ყველა ცოდვილის
და ყველაფერი კარგად იქნება!

როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს
და შენი გული ბოღმით ივსება,
ერთადერთია, რაც გადაგარჩენს, თქვი:
ყველაფერი კარგად იქნება!

დიდი ნიჭია თავშეკავება,
ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება,
როცა ამ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას
და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა,
სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

როდის იქნება? როგორ იქნება?
როცა კითხვები გულში ისმება,
ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს,
ღმერთის წყალობით
ყველაფერი კარგად იქნება!

გალაკტიონ ტაბიძე -შავი ყორანი


886b00223bf142dfb6ecbc1a7eac6d56.jpg

გზა გავიარე… მსურს მოვიხედო
და დავინახო მთისა ქედები;
შავი ყორანი გზაზე მომჩხავის:
ნუ იხედები… ნუ იხედები!

გზაზე მივდივარ… მსურს გავარკვიო
გასასვლელი გზის სივრცე უცვლელი;
შავი ყორანი ისევ მომჩხავის:
შორს ნუ გასცქერი… შორს ნურვის ელი!

მაგრამ სადა ვარ? გზა აღარა სჩანს,
ამ სიბნელეშიც გაჭირდა გავლა;
შავმა ყორანმა ფრთა ფრთას შემოჰკრა,
შავმა ყორანმა თავზე დამჩხავლა…

გადაიფრინა და მომაგონა
დრო, უბედობის გვერდით მხლებელი,
ჟამი – ყველაფრის მქნელ-გარდამქმნელი,
სივრცე – ყველაფრის მიმტევებელი.

ანნა ახმატოვა/მარინა ცვეტაევა . (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)


15057904_588894437985913_1106297710_n

როგორ იქცევა „ვერცხლის ეპოქის“ ორი „ოქროს ქალი“ დიდი უიმედობისა და დეპრესიის ჟამს? ახმატოვა მანამდე მოგვეჩვენება სასტიკი და სარკასტული, სანამ ცვეტაევას გადავიკითხავთ.

 

ანნა ახმატოვა

(თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)

უკანასკნელი სადღეგრძელო

 

ვსვამ დაქცეული ჭერისას,

ჩემი ძირმწარე ყოფნის,

ორში მარტოსულ ერთისას,

ვსვამ შენთვის – ძალა მყოფნის.

ცრუ ბაგის, მე რომ ჩამიშვა,

თვალების-მკვდრის მზერა თითხნა,

სამყაროს, თავი რომ აიშვა,

ღმერთის, მე რომ არ მიხსნა.

 

მარინა ცვეტაევა

(თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)

x x x

ჭიქაში გავხსენი ამად

შენი დამწვარი თმა:

ვერ შეძლო მღერა, ვერც ჭამა,

ვერც ძილი, ვერცა სმა.

სიყრმე არ გქონდეს იოლი,

შაქარმა ვერ დაგატკბოს,

ღამით მოგსურდეს ცოლი

და მან შენ ვერ გაგათბოს.

ვით ჩემი ოქროს თმები

იქცა ფერფლისფერ ნაცრად,

ისე ეგ სიყრმის წლები

გექცეს ქათქათა ზამთრად.

ყრუ-მუნჯი გახდი,

ხავსივით გახმი,

შენზეა ახი!

 

Ахматова Анна

 

Последний тост

Я пью за разоренный дом,

За злую жизнь мою,

За одиночество вдвоем,

И за тебя я пью,—

За ложь меня предавших губ,

За мертвый холод глаз,

За то, что мир жесток и груб,

За то, что Бог не спас.

27 июня 1934

 

Марина Цветаева

Шереметьевский Дом

x x x

Развела тебе в стакане

Горстку жженых волос.

Чтоб не елось, чтоб не пелось,

Не пилось, не спалось.

Чтобы младость — не в радость,

Чтобы сахар — не в сладость,

Чтоб не ладил в тьме ночной

С молодой женой.

Как власы мои златые

Стали серой золой,

Так года твои младые

Станут белой зимой.

Чтоб ослеп-оглох,

Чтоб иссох, как мох,

Чтоб ушел, как вздох.

3 ноября 1918

რად გაწვიმდი? აგე ხედავ?!


20bzOIR.jpg

რად გაწვიმდი? აგე ხედავ?!
დაასველე ალუბლები.
წავალ ეხლა მე ღრუბლებში
და მზის სხივად დავბრუნდები,
რომ გავაშრო მიწა მერე,
ალუბლების სველი კაბა…
დამისველდა გაზაფხული,
ამის მეტი რა ვქნა აბა?!
რა გატირებს? მომიყევი
რატომ გიჟობ მარტის ქარო?
გაგებუტე… წადი ეხლა და
ახლოს არ გამეკარო…
ჩაეხუტე, ვინც მიგიღებს,
მე შენთან არ დავბრუნდები…
რად გაწვიმდი…ნახე, როგორ
გამილუმპე ალუბლები…

მიდიხარ, ისე მიგაქვს წვალება


jesus-christ-the-elect-of-god-mark-lawrence

 

მიდიხარ, ისე მიგაქვს წვალება,
თითქოს ზღვის პირას თივას თიბავდე,
ვინა სთქვა შენი გარდაცვალება,
არა, უთუოდ დღეს დაიბადე.
მიდიხარ, აღარ დაგემდურება,
არც მიწიერი არც ზეციერი,
ვინა სთქვა შენი უბედურება,
არა, დღესა ხარ შენ ბედნიერი.
მიდიხარ, ტკბილი გქონდეს მგზავრობა,
სხვა ბინა მარად იყო ზღაპარი,
ვინა სთქვა შენი მიუსაფრობა,
არა, შენ ჰპოვე თავშესაფარი.
მიდიხარ, შენს ბედს ბევრი ინატრებს –
ბედნიერს, ბედი სხვა არსად არი,
შენ სივრცეებმა დაგაბინადრეს,
შენ უკვდავების ხარ ბინადარი…


გალაკტიონ ტაბიძე

მარინა ცვეტაევა ქალი კამელიებით (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)


14958306_585534681655222_520610384_n

ბრწყინვალე ჭაღქვეშ იტანჯებოდი,

ო, მარგარიტა, განგსჯი – გაოცდი:

რა დააშავე, თუ ხორცმა სცოდა?

შენ უცოდველ სულს უფრთხილდებოდი.

ძირს თავდახრილმა შვება ვერ ჰპოვე.

ამას, იმასაც, უკლებლივ ყველას,

– იღებდი დარდით… თან ნელა-ნელა

შენივე თავი გამოიგლოვე.

ვინ შეგაშველებს ხელს, ვინ გაგიგებს?

მანდ მხოლოდ ჩახუტებას ელიან

და რაც ყველაზე უფრო ძნელია,

„მწყურიხარ“, „იყავ ჩემი!“- აგიჟებთ.

დიდი სიცრუე – შხამი გულისა,

გუშინ, დღეს, ხვალაც…ისევ თავიდან.

ენამზეობდა…მერე წავიდა,

შენ შეგრჩა მზერა წამებულისა.

სწყევლი რგოლს თითზე – ნიშნობის მახეს,

სჯის ბედი ქალღმერთს დემიბომონდის…

და, უცებ, ბიჭი! ღიმილით მოდის,

მზერით აკვდება შენს მწუხარ სახეს.

ო, სიყვარულო, მხსნელად შენ დაგვრჩი,

შენი იმედი გვფარავდა, გვზრდიდა…

ო, მარგარიტა, იძინე მშვიდად,

გიყვარდა…ამან გიხსნა – გადარჩი!

 

Даме с камелиями

Все твой путь блестящей залой зла,

Маргарита, осуждают смело.

В чем вина твоя? Грешило тело!

Душу ты — невинной сберегла.

Одному, другому, всем равно,

Всем кивала ты с усмешкой зыбкой.

Этой горестной полуулыбкой

Ты оплакала себя давно.

Кто поймет? Рука поможет чья?

Всех одно пленяет без изъятья!

Вечно ждут раскрытые объятья,

Вечно ждут: «Я жажду! Будь моя!»

День и ночь признаний лживых яд…

День и ночь, и завтра вновь, и снова!

Говорил красноречивей слова

Темный взгляд твой, мученицы взгляд.

Все тесней проклятое кольцо,

Мстит судьба богине полусветской…

Нежный мальчик вдруг с улыбкой детской

Заглянул тебе, грустя, в лицо…

О любовь! Спасает мир — она!

В ней одной спасенье и защита.

Всё в любви. Спи с миром, Маргарита…

Всё в любви… Любила — спасена!

ლევან ბერძენიშვილი – ქალი, რომელიც ლიტერატურამ აღმოაჩინა, მხატვრობამ კი უკვდავყო


crop (1).jpg

შემოქმედთა მუზებზე საუბრისას, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ერთი შემთხვევა, რამაც ერთბაშად ორ სფეროზე – ლიტერატურასა და მხატვრობაზე მოახდინა დიდი ზეგავლენა – ლიტერატურამ აღმოაჩინა იგი, მხატვრობამ კი უკვდავყო.

ელენა დიაკონოვა, თავის თავს გალინას ეძახდა, პირველმა სიყვარულმა კი გალა უწოდა. გალინას პირველი სიყვარული სხვა არავინ იყო, თუ არა პოლ ელუარი, დიდი ფრანგი პოეტი. ფრანგმა პოლ ელუარმა და ყაზანში დაბადებულმა ელენამ ერთმანეთი შვეიცარიაში, სანატორიუმში, ტუბერკულოზის მკურნალობისას გაიცნეს. ასე რომ, მთაში მკურნალობა არა მხოლოდ თომას მანის, არამედ ამ დიდი რომანის საფუძველიცაა.

პოლ ელუარს უყვარდა გალა, გატაცებული იყო ამ ქალით და ცოლადაც მოიყვანა. წყვილი 1917 წელს დაქორწინდა. ერთი წლის შემდეგ შეეძინათ ქალიშვილი – სესილი. 1921 წელს ელუარმა კიოლნში გალას მხატვარი მაქს ერნსტი გააცნო. გალა მხატვრის საყვარელი გახდა, თანაც ისე, რომ ელუარის ცოლად რჩებოდა.

maxernst-galaeluard

                                              მაქს ერნსტი – გალა ელუარი

შემდგომში, ერნსტი ელუართან და გალასთან გადავიდა საცხოვრებლად, 1929 წელს კი, ხანგრძლივი საქორწინო ურთიერთობის შემდეგ, კატალონიაში გალამ ცნობილი მხატვარი, სალვადორ დალი გაიცნო.

dali-gala-2

ეს ნამდვილი გაელვება აღმოჩნდა ორივესთვის – დალის შეუყვარდა გალა, გალას – დალი, მიატოვა პოლ ელუარი და გადავიდა სალვადორთან.

portrait-of-paul-eluard.jpg

                               სალვადორ დალი – პოლ ელუარი

მხატვარმა ელუარის პორტრეტიც დახატა, როგორც ამბობდა, თავს ვალდებულად თვლიდა, ასე მოქცეულიყო და დაეხატა პოეტი ოლიმპოზე, საიდანაც მას ქალღმერთი მოსტაცა.

ასე იქცა გალა დალის ერთადერთ მოდელად და მისი დიდი წარმატების, ფინანსური წარმატების მთავარ შემოქმედად.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ გალა ურთიერთობას არ წყვეტდა ელუართან, ყოველ შემთხვევაში, მათ მიმოწერა ჰქონდათ.

 

ლევან ბერძენიშვილი – „წიგნიერების ევოლუცია“, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2016წ.

 

ცნობილი შედევრების დელიკატური საიდუმლოები


crop

1.jpg

სალვადორ დალი – „ფიგურა ფანჯარასთან“, 1925წ.

ცნობილი ტილო – „ფიგურა ფანჯარასთან“ სალვადორ დალიმ – 1925 წელს, 21 წლის ასაკში დახატა. ამ ნახატისთვის მხატვრის და – ანა მარია პოზირებდა.

დროთა განმავლობაში და-ძმას ურთიერთობა დაეძაბა. დალის ისიც კი უთქვამს, „ზოგჯერ ჩემი დის ნახატს ვაფურთხებ და ეს სიამოვნებას მანიჭებს“-ო. სალვადორს არც ანა მარია ჩამორჩა, რომელმაც ძმის მიმართ დამოკიდებულება საკუთარ წიგნში – „დის თვალით დანახული სალვადორ დალი“ აღწერა.

1-1.jpg

სალვადორ დალი – „ახალგაზრდა ქალწული, რომელიც საკუთარი უმწიკვლოებით კმაყოფილდება“, 1954წ.

ამის პასუხად, 1954 წელს, სალვადორ დალიმ შექმნა ტილო – „ახალგაზრდა ქალწული, რომელიც საკუთარი უმწიკვლოებით კმაყოფილდება“.

2.jpg

რემბრანდტ ვან რეინი – „დანაე“, 1636-1647წწ.

60-იან წლებში, რენტგენის სხივებით გაშუქების შემდეგ, მკვლევარებმა რემბრანდ ვან რეინის ტილოზე – „დანაე“ (1636 – 1647),საიდუმლო დეტალები აღმოაჩინეს. ნახატის პირველად ვერსიაში დანაეს მხატვრის მეუღლის – სასკიას სახე ჰქონდა. სასკია 1642 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც, რემბრანდტმა ნახატი შეცვალა და დანაე საკუთარი საყვარლის სახით წარმოადგინა.

3.jpg

ვინსენტ ვან გოგი – „საძინებელი არლში“, 1888-1889წწ.

1888 წელს, ვინსენტ ვან გოგი საფრანგეთის სამხრეთში, კერძოდ კი არლში გადასახლდა. მხატვარმა პატარა სტუდია იქირავა და ამავე წლის ოქტომბერში საკუთარი საძინებლის ხატვა დაიწყო. კრიტიკოსები თვლიდნენ, რომ ტილოსათვის შერჩეული ფერთა „უცნაური“ გამით, მხატვარი კომფორტსა და უსაფრთხოებას უსვამდა ხაზს, თუმცა…

ვან გოგიგს შემოქმედების მკვლევარებს სხვაგვარი ახსნა აქვთ. მათი აზრით, ნახატზე მუშაობისას, ვინსენტი ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტებს იღებდა, ეს კი ფერების აღქმაში უშლიდა ხელს.
4

ლეონარდო და ვინჩი – „მონა ლიზა“, 1503-1519წწ.

ლეონარდო და ვინჩის – „მონა ლიზა“ სრულყოფილებითა და მისტიურობითაა ცნობილი, თუმცა ხელოვნების ამერიკელი სპეციალისტი (შეთავსებით დანტისტი) – იოსებ ე. ბორკოვსკი, მიიჩნევს, რომ და ვინჩის ტილოზე ასახულ ქალს კბილები აკლია.

ბორკოვსკი აცხადებს, რომ მონა ლიზას გამომეტყველება ძალიან ჰგავს იმ ადამიანებისას, რომელთაც წინა კბილები აკლიათ.

5.jpg

ეჟენ დელაკრუა – „თავისუფლება – ხალხის წინამძღოლი“, 1830წ.

ხელოვნების მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ეჟენ დელაკრუას ტილოს „თავისუფლება, ხალხის წინამძღოლი“ ინსპირაცია მრეცხავი – ანნა შარლოტა იყო. ქალი ბარიკადებზე მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ძმა მოუკლეს. განრისხებულმა ანნა შარლოტამ 9 მცველი მოკლა.

დელაკრუამ ქალი მკერდმოშიშვლებული გამოსახა. მხატვრი თვლიდა, რომ მოშიშვლებული მკერდი გამბედაობის, თავის მიძღვნისა და დემოკრატიის ტრიუმფის სიმბოლოა. ამავდროულად, მოშიშვლებული მკერდი თავისუფლების სიმბოლოცაა, ანნა შრლოტა ხომ კორსეტს არ ატარებს…

6.jpg

პოლ გოგენი –  „საიდან მოვდივართ? ვინ ვართ? საით მივდივართ?“ 1897-1898წწ.

პოლ გოგენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტილო – „საიდან მოვდივართ? ვინ ვართ? საით მივდივართ?“ მარჯვნიდან-მარცხნივ უნდა „წაიკითხოთ“. ნახატი ადამიანის სულიერი და ფიზიკური ცხოვრების ალეგორიაა, რომელიც დაბადებით იწყება და გარდაცვალებით სრულდება.