Month: სექტემბერი 2011

პროვინციალური გაზაფხული


ვალერიან გაფრინდაშვილი

ცვალებადია დრო და ალაგი.
ახლა მაისმა მოსვლა ინებოს,
როგორც პოეტი ელის ქალაქი
თეთრი ტყემლებით დაგვირგვინებას.
ო, ყველას ახსოვს ზამთარი დიდი!
მაგრამ გამოჩნდა ტყის იალქანი.
ვით აივანი ამაღლდა ხიდი
და აყვავილდა ძველი ბალკონი.
აღებენ ფანჯრებს ნაზი ხელები.
კვალად გაიხსნა ფუტკრების ტურნე.
კათოლიკური კარაველები
ცას უგზავნიან სალოცავ სურნელს.
რუხ მდინარეზე სოველი ტივი
და სააღდგომო რეკვა ზარების.
სადღაც იკერავს გამხდარი ქვრივი
კაბას ტრაურულს და უღარიბესს.
ცაზე ჰკიდია მზე – მალაღური,
აპრილი აკრავს მწვანე აფიშებს,
ვით ბალდახინის თეთრი მსახური
სასაფლაოსკენ ის მიაბიჯებს.
სადაც მოელის ლეში უძრავი
გაზაფხულს, როგორც თავის მესსიას
და იზრაილი შეუმუსრავი
კიდევ მოითხოვს შავ პროცესიას.

1916 წელს პოეტ პაოლო იაშვილის რედაქტირებით ქუთაისში გამოიცა პირველი სიმბოლისტური ჟურნალი “ცისფერი ყანწები” (გამოვიდა სულ ორი ნომერი). ჟურნალის ირგვლივ ძირითადად შემოკრებილნი იყვნენ:პაოლო იაშვილი,სანდრო ცირეკიძე, ტიციან დაბიძე,კოლაუ ნადირაძე,შალვა კარმელი და სხვები. ამ დროიდან მოყოლებული მათ ჩვენს მწერლობაში ახა;ო ;იტერატირული მიმართულება -“ცისფერყანწელელთა” ჯგუფი დააფუძნეს. “ცისფერყანწელებმა” ჩვენი ლიტერატურის ისტორიაში მრავალ ახალ ტენდენციას დაუდეს სათავე. ისინი ახალ ქართულ პოეზიას ქმნიდნენ.
“ცისფერყანწელთა” შემოქმედების ერთ-ერთი თემა და პოეტური შთაგონების წყაარო ქუთაისი იყო, და ამ ქალაქის ხატება მათ მომდევნო წლებშიც გაჰყვა, მაშინ, როცა მათი უმრავლესობა თბილისში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
ვალერიან გაფრინდაშვილილმექსში “პროვინციალური გაზაფხული ” ზამთარ-ზაფხულის, ბუნების კვდომა-აღდგენის მარადიული მისტერის ასახვას და მასში ადამიანურ განცდას აქსოვს.
ლექსში “მე” (ლირიკული გმირი) არ ჩანს , თუმცა განცდა მთლიანად სუბიექტურია.
გაზაფხული და აღდგომა ლექსის ორი ზოგადი სახეა. ყველაფერი მოლოდინის განცხადებით იწყება.აპრილია. მალე მაისი მოვა. ქალაქი ტყემლის ყვავილებით, გაზაფხულის ამ საყოველტაო სიმბოლოთი გადაიპენტება და დაგვირგვინდება.
ბუნება ჯერ ძალას იკრებს, პირველ ნიშნებს გამოცემს, ტყეში აქა-იქ აყვავებული ხეეები ზღვის ფონზე გაშლილ იალქნებს დამსგავსებია, ხიდი , საიდანაც თვალსაწიერი იშლეაბ ხოლმე , გადასახედს-აივანს ჰგავს; მცენარეები ქალაქშიც, ძველი სახლების აივნებთანაც აყვავდა, ფანჯრები, რომლებიც სიცივის გამო დაკეტილი იყო , თანდათან იღება,ფუტკრები გამოეფინნენ, მათი ტურნე (მსვლელობა) სითბოსა და საყოველტაო ყვავილების დაწყებას მოანიშნებს, კათოლიკურიეკლესიის სენობა, რომელსაც პოეტიკარაველას (სამანძიან ხომალდს ) ამსგავსებს, ცას “სალოცავ სურნელებას” უგზავნის (ქუთაისის ყოფილ კათოლიკურ ეკლესიას, მთავარ გუმბატთან ერთად მართლაც , ორი მცირე გუმბათი, ასევე სამთაღიანი შესასვლელი ქონდა- ახლა ეს ეკლესია დანგრეულია).
ლექსის ამ ნაწილში ადამიანური ფაქტორი თავიდანვე ჩნდება, თვითონ ქალაქიც ჰგავს ერთ კაცს, რომელიც მაისს პოეტური განცდით ელოდება…
ხიდი, აივანი,ფანჯარა,ნაზი ხელები-ყველაფერი ადამიანურია.
მომდევნო სამ სტროფში აღდგომის მოტივი ვითარდება და ადამიანის სესატყვისად აქტიურდება.
პოეტი რუხ მდინარეზე “სოველ ტივს” ამჩნევს. ეს ეს თითქოს ლექსის პირველ ანხევარში შექმნილი სურათის გაგრძელებაა, თუმცა “რუხი” და “სოველი” განწყობილებაში მომხდარ ცვლილებებს მიანიშნებს.
სააღდგომო ზარების რეკვა, რომელიც პოეტს ესმის,გვახსენებს, რომ გაზაფხული აღდგომის მისტერიაა.
გამხდარი ქვრივი ღარიბული სამგლოვვიარო კაბას იკრავს, ცაზე “მზე-მალაღური” კიდია, აპრილიგარემოს ამწვანებს (მწვანე აფიშებს აკრავს ) და სასაფლაოსკენ მიაბიჯებს. მას, როგორც აღდგომის (მესიას) მიცვალებულები ელიან. გაზაფხული ამ დროს ბალდახინის-მიცვალებულის ეტლის თეთრ მსახურს ჰგავს.
სასაფლაოზეა შეუმუსრავი აზრაილი-სიკვდილის ანგელოზი, რომელიც შავ პროცესიას “მოითხოვს”. ლექსში გამოყენებული სახე- აზრაილის მიერ ახალი შავი პროცესიის მოლოდინი, მაშინ, როცა სასაფლაოს მესია -გაზაფხული უახლოვდება, სწორედ სიკვდილ- სიცოცხლის, კვდომისა და აღდგომის მარადისობას , ანუ ლექსის საზრისს გამოხატავს.
პოეტი მხატვრულიი დეტალებს სიმბოლოების საშუალებითგამოხატავს. სიმბოლო კი თავის არსში შედარებას გულისხმობს; პირველსავე სტრიქონებში ქალაქი გასულიერებულია, ჰგავს კაცს , პოეტს, რომელიც “თეთრი ტყემლებით დაგვირგვინებას” სულიერი თრთოლვით ელოდება.
“ტყის იალქანი”- აქა-იქ აყვავებული ხეები თავისთავად შთამბეჭდავი სახეა, მაგრამ იგი სხვა, უფრო მასშტაბურ სურათსაცგულისხმობს:თუ აყვავილებული ხეები იალქანია,მისი ფონი-ტყეზღვაა.ასეთივე მნიშვნელობისაა სახე “კათოლიკური კარაველები”- ტაძარაი ხომალდია. ეს ნიშნავს, რომ ქალაქი რომლის ფონზეციგი ჩანს, დიდი და უკიდეგანო მწვანე ზღვაა.
ლამაზი წყვილია ხიდი-აივანი:ხიდი ადა აივანი ერთმანეთს არქიტექტურული დეტალებით(მოაჯირით) და სივრცობრივი ოერსოექტივით ჰგავს, ორივე გულისხმობს გადასახედს.
“მზე-მალაღური” (მალაღრი იგივე მოლაღური, ჩიტი) გაზაფხულის მზე სითბოსა და სიცოცხლის მომტანი ჩიტივით ხალისიანი, უმწეო, ახლობელია.
ღრმად სიმბოლურია თხრობა ფინალში, სადაც ზაფხულის მოზრაობა აღდომის მისტერიად იქცევა.

პოეტი იყენებს ბარბარიზმებს:ბალკონი,ტრაულური… პოეტურ შემთხვევაში ნაკლებად პოპულარულ სიტყვებს:ტურნე, აფიშები, ბალდახინი,პროცესია… რუსული ენის გავლენა ეტყობა სათაურს. უდა იყოს პროვინციული და არა პროვინციალური,ასევე აზრაელი და არა არაილი.
“ახალი სიტყვები:, ორიგინალური ფორმები სიმბოლისტების ერთ-ერთ შემოქმედებით გატაცეაბს ჭარმოადგენდა. ( მე პირადა მეტიჩრობად მიმაჩნია)

მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი



დავით გურამიშვილის “მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი” კითხულობს დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

(ამ სტროფში საუბარია იესო ქრისტეზე.
საჩინო- გამორჩეული, გამოსაჩენი.
“მაცხოვნებელი” ქრისტე “წამწყმენდლად” ებრაელმა ხალხმა მიიჩნია )

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,
ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

(ამ სტროფში საუბარია იუდას მიერ ქრისტეს ოცდაათ ვერცხლად გაყიდვის ეპიზოდზე. “მაშინ ვითარცა იხილა იუდა რომელმან მისცა იგი, რამეთუ დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოც და ათი იგი ვერცხლი მღვდელთ-მოძღვართა მათ და ხუცესთა… და დააბმია ვერცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა მიერ … (მათე, 27, 3, 4). )

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო;
მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

(საბელი- თოკი, ბაწარი.
“უფალსა არა გთნიესო” – უფალი არ შეგიწყნარეს, სათნოდ არ მიგიჩნიეს).

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო;
ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

(ბარაბა იყო ავაზაკი – ისუ ბარაბა.
პოეტი საუბრობს სახარებისეულ ეპიზოდზე როდესაც ხალხმა ბარაბას თავისუფლება და ქრისტეს ჯვარცმა მოითხოვა. ” ხოლო იყო ვინმე მაშინ პყრობილი, რომელსა ერქუა ისუ ბარაბაისი. და ვითარ შეკრებილნი იყვნენ იგინი (ხალხი) , ჰრქუა მათ პილატე: ვინ გნებავს ორთა ამათგანი, და მიგიტეო თქუენ: ისუ ბარაბაისი ანუ იესუ, რომელსა ჰრქვან ქრისტე?.. მათ თქუეს:ბარაბაი. ჰრქუა მათ პილატე: და რაი ვყო იესუ, რომელსა ჰრქვან ქრისტე? ჰრქუეს მას ყოველთა : ჯუარს-ეცუნ” (მათე, 27 , 16-22)

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო,
ყვრიმალს გცეს თვალებ-აკრულსა. გკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო?
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

(სტროფში მოყვანილია შემდეგი ეპიზოდი სახარებიდან : მაშინ ჰნერწყუვიდეს პირსა მისსა და ხურთითა [წკეპლები და ეკლები შეკონილი] სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს. და ეტყოდეს: გვიწინასწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ? (მათე, 26, 67 ,68)

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბრალი ვერ გპოვეს, დაგსაჯეს, პილატე მოგისიესო,
ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო.
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

(პონტიუს პილატე [და არაპილატე პონტოელი] რომის მთავარი, გამგებელი, მსაჯული. როდესაც პილატემ დაინახა რომ ხალხი დაჟინებით ითხოვდა იესოს დასჯას, მოითხოვა წყალი, დაიბანა ხელიხალხის წინაშე და უთხრა მათ:მე უდანაშაულო ვიქნები მაგის სიკვდილში “ტქუენ იხილეთო”. “და მიუგო ყოველმან ერმან და თქუეს:სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა” (მათე 27, 24, 25)

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ხელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპს სისხლი შეურიესო;
დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

(პილატემ სცა შოლტით იესოს. შოლტის გადაკვრა სასჯელის გამოტანას ნიშნავდა. პილატემ ხელი დაიბანა და ” “იესუს შოლტითა სცა და მისცა მათ რაითაჯუარს-ეცუას” (მათე , 27,26).

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო!
ჯვარზედ გაგაკრეს. ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

(ქლამინდი- სამეფო მოსასხამი. იესოს დასცინოდნენ , აბრალებდნენ ჰურიათა მეფობას იჩემებდიო, ამიტომ დაცინვით სამეფო მოსასხამი მოახურეს, ხელში , ვითომ სამეფო კვერთხი იყო, ლერწმის ჯოხი მისცეს, თავზე ეკლის “სამეფო” გვირგვინი დაადგეს და გულზე ფიცარი ჩამოკიდეს წარწერით: “მეუფე ჰურიათა” (მათე , 27 ,27-29).

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
წყალი ითხოვე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი რიესო;
წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

(ამ სტროფში პოეტი ცვლის სახარებისეულ ერთ-ერთ ფაქტს: ჯვარცმულ იესო წყალი არ უთხოვია. ჯვარცმიდან მეცხრე საათზე იესომ წარმოსთქვა: “ელი, ელი ლამა საბაქდანი?” – ღმერთო, ღმერთო ჩემო!რაისთვის დამიტევებ მე ? იქ მყოფთ ეგონათ, ელიას უხმობსო იესო “და მეყსეულად მირბიოდა ერთი მათგანი და მოიღო ღრუბელი და აღავსო ძმარითა და დაადგა ლერწამი და ასუმიდა მას” (მათე 27, 48).

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო;
მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო.
თავს კრეტსამბელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო.

(კრეტსაბელი-ფარდა. განაპეს -გახიეს).

ჯვარით გარდმოგხსნეს, წაგგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო:
დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს მცველი შემოგხვიესო.
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

(წაგრაგვნა- გახვევა).

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგამჩნიესო?
მკვდარს აღუდგენდი, კურნავდი კეთროვანს, წყალ-მანკიერსო;
ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო.

(უგბილო- უმეცარი (“თავის ჭკუაზედ დაჟინებული”- საბა). ცისცისად-გვემული, მთვარეული)

უტყვს ენას ძღვნიდი, ყრუს – სმენას, საპყართა – სვლას შვენიერსო,
პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი, – ჭამე, სვი ესო.
ამის მეტს არას ეტყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო!
მშვიდად ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო!

(უტყვი- მუნჯი, საპყარი- დავარდნილი, ესევდით- მისი იმედი გქონდეთ).

განიკითხევდით გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო;
რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო!
ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულიერსო.
ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

(სანუფქოდ- საპასუხოდ, სამაგიეროდ. ლექსში ავტორი იყენებს რეფრენს ( ყოველი სტროფის ბოლოს იმეორებს ერთსა და იმავეს ” დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო, იესო!)