მურმან ლებანიძე – მახსოვს


“მე ჩემს წიგნს “მახსოვს” დავაწერე.
რადგან ყველაფერი მახსოვს.
ხსოვნა ღვინოსავით დავაძველე
და მოგონებები მახრჩობს.

ზოგი მოგონება ფრთხიალებს,
ზოგი__დაჭრილივით ბღავის.
ვიხსენებ მაგ თვალებს წყლიანებს,
ვიგონებ __უმწეო ყვავილს.

წლები გადის და ხმაურია__
ჩქარია ცხოვრება ჩვენი.
სადა ხარ , სად ხარ , თამუნია,
სად, რომელ ხეობას შვენი?!

ქმარ-შვილი ხომ არ დაგეხვია,
ცხოვრების თონე და ალმური?
ერთხელ დუმილი დაგერღვია,
მახსოვრობის ხე დაგერხია,
შენც, შენც დაგერხია თამუნი!

ჩიტუნა გამოფრინდა წალმიდან,
დასკუპდა შტოზე და გალობს.
მე შენგან არაფერი არ მინდა,
იხარე პაწია ქალო!

უხვად საქმეები გაიჩინე,
გაჯერდი ქმარ-შვილის მოვლით,
წარსულით გულს ნუ დაიმძიმებ,
მით უფრო__წყეული ხსოვნით.

მე კი…მიტკალივით თეთრია
ჩემი ღამეების ჯარი,
მე სხვა ვარ, პოეტების ხვედრია
გვახსოვდეს ცოცხალი და მკვდარი…

ასი მოგონება ფრთხიალებს,
ასი __დაჭრილივით ბღავის,
ასიც__ყვავილივით იალებს
და კუბოს ფიცრამდე ჰყვავის.”

ტერენტი გრანელის ფიქრები / მოისმინა მარინა გოგოლაშვილმა/



სულში ზეიმობს ტანჯვა, როცა სამყაროს სძინავს
და ღრუბელაშლილ ცაზე ერთი ვარსკვლავი ბრწყინავს.
შეშინებული, უცებ, ისე მოწყდება ციდან,
თითქოს დრო, გაქცეული, მას აღარ დაუცდიდა.
სხივოსანი ცა როცა სამყაროს უძღვნის ღამეს,
ვუმზერ ტკივილით, რასაც ვერავინ დამიამებს.
მზის ცეცხლი, რითაც თბება ამ ქვეყნად მთაც და ბარიც,
ჩემთვის არასდროს გახლდათ ნამდვილი მეგობარი.
ეს სიმარტოვეც არის ნიშანი რაღაც ავის.
მკრთალი და ბნელი ჩრდილი ვარ საკუთარი თავის.
ნოქტიურნი ჟღერს ცაში, დგას ღამის მისტერია –
ისტერიაში ლექსის გრანელი მისტერია!
მ.გ.

მაქსიმილიან ვოლოშინი – როცა დრო ჩერდება (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)


სურათზე (მარცხნიდან): ყირიმი, ვოლოშინის აგარაკზე კოკტებელში: დედა – ელენა გლაზერი, მაქსიმილიან ვოლოშინი, სერგეი ეფრონი -მარინა ცვეტაევას მეუღლე და თავად მარინა ცვეტაევა თავის უფროს გოგონასთან, არიადნასთან (ალია) ერთად.

წრედ იქცა ჩემი სამყარო ვიწრო

აქ მარადისი წამით ინთება.

სახეში მძაფრად მიბერავს მე დრო –

 მიქრიან წლები დიდრონ ჩიტებად.

       ნისლთა ბღუჯები – ახლოც… შორია…

      რა სწრაფად ქრება ნახაზთა კვალი.

      ხელთ კი ფსიქეას ლამპა მიპყრია –

      შემეცნებათა მოლურჯო ალი.

ძველ უფსკრულს ფარავს სხვა ფსკერი ახლა.

ფორმასა და აზრს ერთურთის სჯერათ.

გარდავიცვალეთ ოდესღაც, მართლაც,

არ გავჩენილვარ ჩვენ, მართლაც, ჯერაც.

Максимилиан Волошин

КОГДА ВРЕМЯ ОСТАНАВЛИВАЕТСЯ

Тесен мой мир. Он замкнулся в кольцо.

Вечность лишь изредка блещет зарницами.

Время порывисто дует в лицо.

Годы несутся огромными птицами.

Клочья тумана – вблизи… вдалеке…

Быстро текут очертанья.

Лампу Психеи несу я в руке –

Синее пламя познанья.

В безднах скрывается новое дно.

Формы и мысли смесились.

Все мы уж умерли где-то давно…

Все мы ещё не родились.

1904 г.

არსენი ტარკოვსკი მარინა ცვეტაევას ხსოვნას (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)


სად არის შენი მგრგვინავი ტალღა,

მხუთავი ზვირთცემა შავი,

ფრთიანო ვარსკვლავო, ჩამქრალო ახლა,

რა დღეში ჩაიგდე თავი?

როგორ ანათებდი, ლმობიერო,

ბოლომდე იწვოდი, ნამდვილად.

ვით შევძლო ვიყვირო, შეგაჩერო,

გადაგარჩინო ადვილად.-

ახლა გვიანია სინანული:

ფსკერიც უძიროა, ეგება.

ასე მარგალიტი, ელვაწნული,

იდუმალ სიღრმეში ეშვება.

АРСЕНИЙ ТАРКОВСКИЙ

ПАМЯТИ МАРИНЫ ЦВЕТАЕВОЙ

Где твоя волна гремучая,

Душный, черный морской прибой,

Ты, крылатая, звезда падучая,

Что ты сделала с собой?

Как светилась ты, милостивица,

Все раздаривая на пути.

Встать бы, крикнуть бы, воспротивиться,

Подхватить бы да унести —

Не удержишь — и поздно каяться:

Задыхаясь, идешь ко дну.

Так жемчужина опускается

В заповедную глубину.

1941г.

ფიქრები ხმამაღლა… ლოცვის ნაცვლად – მარინა გოგოლაშვილი


რაც უფრო შორდება დედამიწა

სამყაროს, რომელშიც მეგულები

და რაც უხეშად ჩაიფხრიწა

ფარდა ორგულებ-ერთგულების,

რაც უფრო მძაფრ სურნელს გამოსცემენ

ძეძვის ღვინო და სისხლი ვარდის,

უგნურთა რაც მეტად გამაოცეს,

იესო, მით უფრო შემიყვარდი.

ვიცი, იესო, რა სევდით ისმენ

ფარისეველნი რომ ხავიან;

ირგვლივ უამრავ იუდას ითმენ –

კვლავ ვერცხლის მორჩილნი რომ არიან.

დღეს, როგორც არასდროს, გულთან გიგრძენ,

გინახავ გაგლეჯილ ბუდეში;

კათაკმეველებს გამჭოლად უმზერ…

იესო ჩემო, არ გვყოფნის სიბრძნე,

ძვირფასო, ათასი ბოდიში!

12.01.2024

იოსიფ ბროდსკი – შობა (თარმგნა მარინა გოგოლაშვილმა)


მოგვები მოვიდნენ. ეძინა ყრმას.

ვარსკვლავი კაშკაშებდა ცის თაღზე.

და თოვლის ნამქერი ებრძოდა ქარს,

კოცონი ტკრციალებდა პარმაღზე.

სანთლად ამავალი კვამლი იწვოდა,

ცეცხლი კი კაუჭს ელაციცებოდა.

კრთოდნენ ჩრდილები. არავინ იცოდა,

იმ ღამით რომ სხვა ერა იწყებოდა.

მოგვები მოვიდნენ, ეძინა ყრმას,

ბაგას შემორტყმოდნენ ფრიალო კლდენი.

ნამქერი ბოლქვებად იხვევდა ქარს.

იწვა ყრმა. გვერდით ელაგა ძღვენი.

1963წ.

Рождество

Волхвы пришли. Младенец крепко спал.

Звезда светила ярко с небосвода.

Холодный ветер снег в сугроб сгребал.

Шуршал песок. Костер трещал у входа.

Дым шел свечой. Огонь вился крючком.

И тени становились то короче,

то вдруг длинней. Никто не знал кругом,

что жизни счет начнется с этой ночи.

Волхвы пришли. Младенец крепко спал.

Крутые своды ясли окружали.

Кружился снег. Клубился белый пар.

Лежал младенец, и дары лежали.

ბულატ ოკუჯავა – ფრანსუა ვიიონის ლოცვა (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)


P.S.თარგმანი ეძღვნება გენიალური ვიიონის ქართულად უბადლოდ ამმეტყველებლის, ზეციურ საქართველოში ახლახან გამგზავრებული უდიდესი მთარგმნელის, პოეტის, ესეისტისა და ლიტერატორის- დავით წერედიანის ხსოვნას. შობის ნათელმა უმეგზუროს!

* * *

სანამ დედამიწა ბრუნავს და სანამ შუქი ბნელს აკრთობს,

უფალო, მიეცი ყველას, რაც არ აქვს და რასაც ნატრობს:

მიეცი ჭკუა ბრძენკაცს, ლაჩარს კი ცხენი მიეც,

ბედნიერს მიეცი ფული… ნუ დამივიწყებ მეც.

უფალო, სუფევ ვიდრე, ვიდრე დედამიწა ბრუნავს,

ძალაუფლება მიეც, ვინც ამისათვის ზრუნავს;

თუნდ მხოლოდ ერთი დღით, უშურველს შვება მიეც,

მიეც სინანული კაენს… ნუ დამივიწყებ მეც;

ვიცი, რომ ყოვლისშემძლე ხარ, შენი სიბრძნისაც მწამს,

როგორც სულთმობრძავ ჯარისკაცს, სიცოცხლის ბოლო ჟამს,

სჯერა ედემში მოხვედრის. ყურს ატკბობს სიტყვა შენი.

ბრმა რწმენის შედეგი არის ნამოქმედარიც ჩვენი;

ჩემო უფალო, ჩემო ზურმუხტთვალება ღმერთო,

სანამ თვით მიწას თავისი ბრუნვა აკვირვებს ერთობ,

სანამ ჯერ ჰყოფნის, ჯერ კმარობს დრო-ჟამს, სითბოს და ცეცხლს,

მიჰმადლე ყველას მცირედი … არ დამივიწყო მეც!

***

Булат Окуджава. Молитва Франсуа Вийона

Пока земля еще вертится, Пока еще ярок свет,

Господи, дай же ты каждому, Чего у него нет:

Мудрому дай голову, Трусливому дай коня,

Дай счастливому денег…И не забудь про меня.

Пока земля еще вертится, — Господи, твоя власть! —

Дай рвущемуся к власти Навластвоваться всласть,

Дай передышку щедрому, Хоть до исхода дня,

Каину дай раскаяние…И не забудь про меня.

Я знаю: ты все умеешь, Я верую в мудрость твою,

Как верит солдат убитый, Что он проживает в раю,

Как верит каждое ухо Тихим речам твоим,

Как веруем и мы сами, Не ведая, что творим!

Господи, мой Боже, Зеленоглазый мой!

Пока земля еще вертится, И это ей странно самой,

Пока ей еще хватает Времени и огня,

Дай же ты всем по немногу… И не забудь про меня.

ნიკოლაი გუმილიოვი – ჟირაფი (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა


დღეს მე ვუმზერდი გამოხედვას სევდიან თვალთა,

შემოხვეოდი მუხლებს ხელთა ნატიფი ძაფით.

ყური მიუგდე, შორეული ჩადის(1*) ტბის წყალთან

დახეტიალობს ლაღი ჟირაფი.

 ის დაატარებს გრაციოზულ უდარდელობას,

ქათიბ-მაქმანი, ჯადოსნური, უხდება ტანზე

და მხოლოდ მთვარე ბედავს მასთან მეტოქეობას,

როცა ირხევა და იმსხვრევა ნოტიო ტბაზე.

შორიდან მოჰგავს გემის ფერად აფრას მშვენიერს,

არ დარბის, ცურავს, როგორც ჩიტი ცაში, აისზე

და დედამიწა, ვიცი, ხედავს სასწაულს ძლიერს,

ის მარმარილოს მღვიმეში რომ შედის დაისზე.

მე იდუმალი ქვეყნებიდან ზღაპრები ვზიდე

ყმაწვილ ბელადის ვნებისა და კანმუქ ქალისა.

შენ მძიმე ნისლი შეისუნთქე  კიდიდან კიდე,

მიტომ არ გინდა, გწამდეს რამის, გარდა წვიმისა.

როგორ მოგითხრო მშრალ და მტვრიან ბალახის სუნზე,

კენარ პალმებზე… ტროპიკული ბაღის მირაჟით…

სტირი?.. მისმინე… შორეული ჩადის ტბის პირზე

დახეტიალობს ლაღი ჟირაფი.

—————-

1*ჩადის ტბა -მდებარეობს აფრიკაში., საჰარის უდაბნოს კიდეზე. ადგილობრივ ენაზე ჩადი ნიშნავს წყლის დიდ სივრცეს.

НИКОЛАЙ ГУМИЛЁВ

1886 – 1921

ЖИРАФ

Сегодня, я вижу, особенно грустен твой взгляд,

И руки особенно тонки, колени обняв.

Послушай: далёко, далёко, на озере Чад

Изысканный бродит жираф.

Ему грациозная стройность и нега дана,

И шкуру его украшает волшебный узор,

С которым равняться осмелится только луна,

Дробясь и качаясь на влаге широких озер.

Вдали он подобен цветным парусам корабля,

И бег его плавен, как радостный птичий полет.

Я знаю, что много чудесного видит земля,

Когда на закате он прячется в мраморный грот.

Я знаю веселые сказки таинственных стран

Про черную деву, про страсть молодого вождя,

Но ты слишком долго вдыхала тяжелый туман,

Ты верить не хочешь во что-нибудь, кроме дождя.

И как я тебе расскажу про тропический сад,

Про стройные пальмы, про запах немыслимых трав…

Ты плачешь? Послушай… далёко, на озере Чад

Изысканный бродит жираф. 1907 г.

12 მონა – მარინა გოგოლაშვილი


სურათზე: მე-16 საუკუნის უცნობი მხატვრის ილუსტრაცია.

მცირე ჩანაწერები „ვეფხისტყაოსანზე“

რატომ 12 მონა?!

(დეტალების საიდუმლო)

რატომ ჰყავს მეფე როსტევანს მაინცადამაინც 12 მონა?!  არც მეტი, არც ნაკლები -ზუსტად 12 „უმხნესი“ მონა! განა უფრო რეალური და ბუნებრივი არ იქნებოდა, მათი რაოდენობა ყოფილიყო 10-20 ან სხვა მრგვალი ციფრი?! საჯარისო ნაწილები ხომ, ძირითადად, მრგვალი ციფრებით არის წარმოდგენილი! თუმცა ეს მარტივი იქნებოდა, მაგრამ სიმარტივეს შოთასთან რა ხელი აქვს?!

ეს 12  მონა სხვათაგან ხაზგასმით გამორჩეულია. ისინი არც ლაშქრის შემადგენლობაში შედიან, არც დიდებულებად ითვლებიან და ძალიან მალე ტოვებენ „სცენას“, თითქოს „ქვესკნელს ჩაძრომილმა ანუ  ზეცად ანაფრენმა“ უცხო მოყმემ ისინი კი არ დახოცა, თან გაიყოლა და უკვალოდ გააქრო.

მაინც რატომ დასჭირდა გენიოს შოთას მათი ხანმოკლე შემოყვანა ამ ვრცელ ამბავში, თუკი მხოლოდ ის მოგვითხრო მათ შესახებ, რაც ისედაც ხელისგულზეა და რის გარეშეც პოემაში შეიძლებოდა უცვლელად განვითარებულიყო არსებული სიუჟეტი.

ცხადია. გულუბრყვილობა იქნებოდა იმის დაშვება, რომ 12 მონის ხანმოკლე ამბავი უბრალოდ ჩართული ეპიზოდია და მეტი არაფერი.

 ეს რომ ასე არაა, სწორედ  ამის დასტურია მათი პირველი გამოჩენა და აქტიური მონაწილეობა ნადირობის პროცესში. ისინი წმენდენ მეფისგან ნასროლ და მიწაში ჩასობილ ისრებს, მეფეს მიართმევენ და ნასროლ-ნანადირევს  ითვლიან…ნადირობის დასასრულ კი თავიანთ ვალს პატიოსნად აღასრულებენ და როტევანს განუცხადებენ:

„…მართალს გკადრებთ და ნუ გემცთარებით,

მეფეო ყოლა ვერ გეტყვით შენსა მაგისად დარებით…“

მონებმა პირუთვნელად უთხრეს როსტევანს, რომ ავთანდილი მას მთელი ოცი თავით აღემატება („ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ათჯერ ოცია, მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია“). და ეს არაა მხოლოდ პირდაპირი ნათქვამი. მეტიც, მათ ერთგვარად  წინასწარმეტყველთა როლი ითამაშეს და როსტევანს გარკვეულ დროზე მიანიშნეს, შესაძლოა იმაზე,  რომ მისი მმართველობის დრო ამოიწურა: ძველი დღე დამთავრდა და ახალი იწყება, ამიტომაც კარდინალური ცვლილებაა საჭირო და არა სამეფო ტახტის კვლავ მისი შთამომავლობისთვის შემომტკიცება. ამის დასტურია ავთანდილის გამარჯვება ნადირობაში და სანაძლეოს ძალით მეფისთვის „ქუდის“, ანუ სამეფო გვირგვისნის მოხდა. შესაბამისად, საკუთარი ქალიშვილის გამეფება ვეღარ დააბრუნებდა იმ ეპოქაში, რომელსაც  ჟამის ნებით ასცდა.

ამიტომ   ხომ არაა ციფრი 12 დროის გარკვეულ მონაკვეთზე მინიშნება?!  ხომ არ უთხრა ეს თავად რუსთაველმა გიორგი მესამეს?!  ვინ იცის, ვინ გახსნის ისტორიის ბნელ გვირაბთა ლაბირინთებს?!  ჩვენ მარტო ის შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ციფრი 12, მონებთან მიმართებაში, შეიძლება დროს აღნიშნავდეს. თუმცა ეს მხოლოდ  ერთი ვერსიაა!…

გვსურს  თუ არა ეს,  ფაქტია, რომ ეს ციფრი ასევე ასოცირდება 12 ზოდიაქოსთან და, შესაძლოა, მაცხოვრის 12 მოციქულთანაც.

აქ მცირე ლირიკული გადახვევა მჭირდება იმის ხაზგასასმელად, რომ ლიტერატურულ ქმნილებებს უნდა განვიხილავდეთ არა იდეოლოგიური მოსაზრებებით, არამედ ობიექტური თვალთახედვითა  და  არისტოტელესეული პრინციპის გათვალისწინებით: „პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია“. აგრეთვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ, ცხადია, ვერც შოთს დავაბრალებ და არც მე დავიბრალებ როსტევანთან მაცხოვრის ალუზიის შექმნის მცდელობასაც კი (უფრო- პირიქით). მე მხოლოდ 12 მონაზე ვფიქრობ..

თუ ჯერ ჰოროსკოპთან მიმართებით დავიწყებთ, უნდა გავიხსენოთ, რომ ეს სიტყვა (HORA – დრო,  SKOPEO – ვაკვირდები, ვუყურებ) ითარგმნება, როგორც – „დროს ვაკვირდები“. აქედან გამომდინარე, ჰოროსკოპის 12 ნიშანთან ასოცირებული 12 მონა  როსტევანისთვის სწორედ იმის მინიშნებაა, რომ დროა  მეფის გვირგვინი და  სამეფო ტახტი ავთანდილს დაუთმოს. ამ აზრს უნდა ადასტურებდეს სანაძლეოს პირობაც: „ვინცა იყოს უარესი თავშიშველი სამ დღე ვლიდეს.“, რომელიც სულაც არ არის უწყინარი, თუნდაც სამარცხვინო, ქუდმოხდილად ყოფნის აღმნიშვნელი. ავთანდილის გამარჯვება როსტევანისთვის  გვირგვინის მოხდის პირდაპირპროპორციულია და ამიტომაც კიდევ უფრო მიმტკიცდება რწმენა, რომ სწორედ დემნა ბატონიშვილია ავთანდილის პროტოტიპი, ხოლო შოთა რუსთაველის ვინაობა  მის გარემოცვასა და გულშემატკივართა შორის უნდა მოიაზრებოდეს, რომელიც ამ პოემით შეეცადა სიმართლე ეთქვა გიორგი მესამის გზადაბნეული სამეფო კარისთვის (თუმცა ეს სხვა თემაა)…

12 მონის ეპიზოდი კი  ისევე,  როგორც პოემის სხვა არაერთი დეტალი, ადასტურებს მოსაზრებას, რომ რუსთაველს, როგორც დიდ სუფიას,  ზედმიწევნით უნდა სცნობებოდა შუა საუკუნეებში, კერძოდ, 1010-1027 წლებში შექმნილი პირველი ასტროლოგიური სახელმძღვანელო „LIBER PLANETIS ET MUNDI  CLIMATIBUS“ („წიგნი პლანეტებსა და მსოფლიოს რეგიონებზე“), რომლის ავტორად მიიჩნევენ რომის პაპს, სილვესტერ II-ს, ფსევდონიმით ჰერბერტ დ’ ორილაკი. ხოლო მორიგი სიმბოლური დატვირთვით, როსტევანის 12 მონა 12 ზოდიაქოსთან უნდა ასოცირდებოდეს.

 ახლა კი უნდა გავბედო და ჩემი საორჭოფო მოსაზრება ფრთხილად განვავრცო: პოემაში 12 მონის ვარსკვლავურად წამიერი გაელვება ხომ არ მიგვანიშნებს იმაზე, რომ როდესაც ქვეყნის მმართველი ივიწყებს უფლისგან ხელდსმულობას („მისგან არს ყოვლი ხელმწიფე“), როდესაც ცხოვრებისეული დაბრკოლებების გამო (რომელთაც შესაძლოა თავადვე ქმნის), ღმერთს ავსებს საყვედურებით („უცილოდ ღმერთსა მოვსძულდი, აქამდის მე მხიარული) , ვეღარ იქნება  ღვთივგონიერი მეფე და ვეღარც „სახითა მისმიერითა“ განაგრძობს ცხოვრებას.

ვიყოთ გულწრფელნი: უცხო მოყმის დანახვით გამოწვეული „აგანგალა“ განა თავად როსტევანის მიერ ხელოვნურად შექმნილი არ გეჩვენებათ? მეფის მხრიდან რატომ იყო საჭირო ერთი, თავისთვის მჯდარი, მტირალი რაინდის გამო უზარმაზარი მსხვერპლის გაღება (ტარიელმა ხომ მთელი ლაშქარი ამოწყვიტა!)?!  იმიტომ ხომ არა, რომ შემდეგ არაბეთიდან ავთანდილის გაძევების  „კულუარული“ გეგმა სისრულეში მოეყვანა?!

ისიც უდავო ფაქტია, რომ 12 მონის მისიაც იქ ამოიწურა, სადაც როსტევანმა,  სანაძლეოს წაგების გამო, ავთანდილის დასჯა  სპონტანურად  დაგეგმა.

 დიახ, 12 მონის ეპიზოდით შოთამ გიორგი III-ს უთხრა, რომ 12 მოციქული ანუ ღვთის წყალობა  მოგაკლდება, რადგან ღვთის ნებას ყური არ უგდე და შენი ეპოქა დასრულდა, ხოლო  შენ მიერ შექმნილი ახალი, სამწუხაროდ, ძველს ვერ გაუტოლდებაო.

გენიოსის მინიშნებანი, რაც უნდა ტრაგიკულად ჟღერდეს, მე-13 საუკუნის დასაწყისიდან  აუსრულდა საქართველოს…

ფატმანი – ნესტანს (მარინა გოგოლაშვილი)


სევერიან მაისშვილის ნახატი: ფატმანი აპარებს ნესტანს გულანშაროდან.

ო, როგორ მტკივა, შენი – არა,

ჩემი წარსული

ამ ზღვით აქ მოვხვდი-

ცხოვრებისგან გამორიყული.

მას არ ვუყვარდი,

მე მიყვარდა, ისე ძალიან…

გულანშაროდან ჩემი მზერა

ამ ზღვამ დალია…

თავზე მაყრია

„სასალუქო“ ფერად-ფერადი…

„ზე-პირ“ ვიცინი“,

შიგნიდან მხრავს

დარდი ვერაგი.

ველოდი მშველელს,

დღემდე ველი -ვინ მომიგონებს?!..

გამოვიგონე ფლიდი უსენი,

ჭაშნაგირიც გამოვიგონე.

და ავთანდილმაც

ცის საჩუქრად მე რომ ჩავთვალე,

გამინაპირა, –

დამიყენა ორივე თვალი…

გავუბოროტდი თითქმის ყველას,

მაგრამ შენ-ვერა-

ტანჯვით დაღლილო, დაო, ნესტან,

სწორედ ჩემგან გჭირდება შველა…

სულის დობილო,

მიჯნურის ხვედრმა

ეკლიანი გზებით გვატარა:

შენ -აგატარა…

მე -ჩამატარა.