Month: აპრილი 2013

გალაკტიონ ტაბიძე – “წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა…”


წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა

და დიდხანს, დიდხანს არ დამეძინა;

მე მქონდა ბინა, თავშესაფარი,

მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.

ხან კარებს უკან ატირდებოდა,

ხან დარაჯობდა სარკმელის წინა.

გადამიშალა თვალწინ წარსული

და მწარედ, მწარედ ამაქვითინა.

მისებრ პოეტი ვიყავ უცნობი –

ვეხეტებოდი სევდიან ღამეს,

რამდენ ტკბილ ფიქრებს მოეღო ბოლო,

რამდენ ოცნებას, რამდენ სიამეს!

წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა

და როცა დილით გამომეღვიძა,

ყვითელ ფოთლებს და დამსხვრეულ რტოებს

მიმოეფარათ ყამირი მიწა.

ბაღში გავედი… იქაც ბილიკზე

ფენილი იყო ფოთოლი რბილი,

და დიდხანს, დიდხანს ვხეტიალობდი

წარსულ სიზმრებში გადაფრენილი.

აღარა ხარ


აღარა ხარ. ვიღას ვკითხო?
რა სიტყვა რას ნიშნავს?
მე დამაკლდა მკაცრი სითბო,
ისე არა მიშავს…

აღარა ხარ, როგორც წლები
შენც გაყევი ქვიშას.
მძულს რომ შენით არ ვიღლები.
ისე, არა მიშავს….

იოანე შავთელი


თამარის სამეფო კარის პოეტი. მემატიანის დახასიათებით „ კაცი ფილოსოფოსი და რიტორი, ლექსთა გამომთქმელი და მოღვაწებათა შინა განთქმული“.

მემატიანეთა ცნობით, იოანე თამარს ახლდა ვარძიასა და ოძრეხში, ბასიანის ბრძოლის (1203) დროს, აქვე შეუთხზავს “გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი”. იოანე შავთელი სასულიერო პირი ჩანს, რაზეც მიუთითებს მის თხზულებებში გამოვლენილი ღრმა საღვთისმეტყველო განათლება. ზოგ წყაროში მოხსენებულია “ნეტარად”, “წმინდანად”. “აბდულმესიანში” იგი თავის თავს “მწირსა” და “მსხმებს” უწოდებს

იოანე შავთელს „ ვეფხისტყაოსნის“ დანართი სტროფით მიეწერება აბდულმესიას შექება.

ტრადიციულად „ აბდულმესიანი“ ეწოდება მეთვრამეტე და უფრო მეცხრამეტე საუკუნეების ხელნაწერებით მოღწეულ ვრცელ სახოტბო ნაწარმოებს, რომელსაც პირობითად შეიძლება შერქვას „ დავითისა და თამარის ქება“.

თხზულებასთან დაკავშირებული ლიტერატურულ-ისტორიულ საკითხთა გარკვევა ერთობ რთული საქმეა, რადგან ძეგლი ძალზე დამახინჯებული სახით არის მოღწეული – სულ მცირე, ორგზის განუცდია გადამუშავება.

მეთვრამეტე საუკუნეში დავით დუმბაძემ ეს ხოტბა გადააკეთა და არჩილ მეფეს მიუძღვნა. XVIII – XIX საუკუნეების მიჯნაზე ქართველმა მწიგნობრებმა, განსაკუთრებით დავით რექტორმა, სცადეს ტექსტის რესტავრაცია. ამიტომ ძნელი სათქმელია, რა არის ამ თხზულების ტექსტში თავდაპირველი, რა – მერმინდელი და რა ამოღებული და დაკარგული. დღემდე მოღწეულ ჰიმნში აღარ ჩანს სახელი „ აბდულმესია“, რაც ზოგიერთ მკვლევარს აფიქრებინებს, რომ ამ თხზულებას „ აბდულმესიანი“ ან „ აბდულმესია“ არ უნდა რქმეოდა.

თხზულების ქების ობიექტის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა. ნ. მარის შეხედულებით, ამ თხზულებაში შექებულია დავით აღმაშენებელი, კ. კეკელიძის აზრით დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე, ს. ნუცუბუძის კონცეფციით , ძეგლში მექანიკურად შეერთებულია ორი სხვადასხვა დროის თხზულება: დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის ქება; ა. ბარამიძის თვალსაზრისით, „ აბდულმესიანი“ წარმოადგენს თამარისა და მისი მეუღლის დავით სოსლანის ქებას.

თხზულების შექმნის თარიღის გამო ორი მოსაზრება გამოითქვა: ზოგნი ფიქრობენ, რომ იგი შექმნილია ქართველთა მხედრობის ბასიანის ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით, მეორე თვალსაზრისი კი ამ თარიღს დავით სოსლანის სიკვდილს უკავშირებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ აბდულმესია“ სახოტბო შინაარსის თხზულებაა:

„აღვძრნა ბაგენი, ბრგვნილად მაგენი გულისხმის-ყოფით შესხმად ქებისა

მაღლისა, მხნისა, ბრძენთა სეხნისა, აღმოთქმად ვიწყო ნეტა რებისა?

გოლებრ მწთოლვარე, არად მკმოლვარე სამართლად ღირსი ნეტარებისა.

არა სთნავს რისხვა. გესმის? -არი სხვა: ნამდვილ ჩვეული მოწყალებისა.“

ოდის ავტორის მთავარი იდეაა საქართველოს სახელმწიფო დიდება თამარის სახელს დაუკავშიროს, ეს თამარის დროის საქართველოს სახელმწიფო იდეოლოგიის გამოხატულება იყო.

ტექსტში სხვადასხვაგვარი მხატვრული საშუალებებით არის აღწერილი და შექებული თამარის პირადი ღირსებანი, იგი სხვადასხვა ლიტერატურულ პერსონაჟს არის შედარებული, სახოტბო პოეზიისათვის დამახასიათებელი ხერხებით წარმოგვიდგენს ავტორი დიდებული მეფის სახეს:

„ვარდო უფრჭვნილო, ცვრით განბანილო, ნერგო სვიანო, /დავითიანო,

ვინ კისკასია, სურნელ-კასია, ბალასნად კმოლავ და ვით იანო!

ვინ ხარ? /ან თრაკი? – ქვეყნად ანთრაკი, უცხოდ აგებულ-ანაქვსიანო,

გონება-ვრცელო, კვლა ცნობა-გრძელო, მოთმინებაო /იობიანო!

ბანაკად საღმრთოდ, ერ საზეპუროდ ხარ ღმრთისმეტყველთა მათ ჭურვილთაგან.

ექმენ სახმილად: იყვნეს ახმილად მზირნი ფარულად შორს ქალაქთაგან;

მწარედ ლმობილნი, ეგრეთ ცნობილნი უღონო იქმნეს თვისთა სლვათაგან;

გულ-დრკუ-ხენეშნი, განმრყვნელნი ეშვნი, /აქიტოფელ ჰყვენ განზრახვათაგან.“

იოანე შავთელის სახელით მოღწეულია კიდევ ორი თხზულება: „ გალობანი ვარძიის ღვთისმშობლისანი“ და „ საძიებელი და მასწავლებელი“ ე.წ. „ ასურული კვინკლოსისა“.

ამათგან განსაკუთრებულით საყურადღებოა „ გალობანი ვარძიის ღვთისმშობლისანი“, ღვთისმშობლის სამადლობელი იამბიკო, შექმნილი ბასიანის ომში ქართველთა გამარჯვების გამო.

„ულუმპიანი მძლეობაჲ მოგუენიჭა,

ლახუარი მჴდომთაჲ და ფარები შეიფქვა,

ირემთა სრბითა განმტკიცნეს ტყეთა ფერჴნი,

ეტინეველთა ალი აღედვა ურჩთა,

რისხვით დაემჴუნეს საყდართაჲთ ურწმუნონი!

იძლევის ბრძენთა მეტყუელებაჲ და ვითარ

სთქუ, ღმრთისმშობელო, ზეცისა წესთა თანა

აჰა გნატრის შენ ყოველი თესლები და

ტომნი კაცთანი, რომელთათჳს გიჴმობენ შენ,

ყვენ მშჳლდ რვალისა მკლავნი ჩემნი მარადის!

უჩინოთაგან მღჳმეთა სოფლისთა

ექსორიობაჲ ჩემი აღმოიყვანე,

ორბებ განახლდი სიჭაბუკე სულისაჲ,

ბრალთაგან მიჴსენ ძლიერმან, დიდებულო,

ინებე ყოფად ჩემ შორის უბიწოო!“

ოთარ ჭილაძე – ვიდრე ხარ…


ვიდრე ხარ… ვიდრე გათოვს და გაწვიმს,
არ წარიკვეთო არასდროს სასო,
ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი,
ხან ოცდაათი _ ერთ ვერცხლად ფასობს.

მაგრამ იმედი, ეს უფლის ჩიტი,
კვლავ ისეთია, როგორიც იყო,
კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითის
და თხილისხელა გულს ყველას გვიყოფს.

არ ჩაიქნიო არასდროს ხელი,
ვიდრე ხარ… ვიდრე ხედავ და გესმის…
ძველს ცვლის ახალი, ახალს კი _ძველი
და ქვის მსროლელი ყვავილსაც გესვრის.

ხან ბროლის კოშკზე შემოგსვამს ბედი,
ხან გაბზრიალებს, ვით შოლტი ჩიკორს,
მაგრამ ღიმილი და ცრემლის წვეთი
კვლავ იგივეა, რაც ადრე იყო.

Голубая кофта. Синие глаза -ცისფერი პერანგი, თვალები ლურჯი. თარგმანი მაია ჩოლოყაშილი


esenin

Голубая кофта. Синие глаза.
Никакой я правды милой не сказал.
Милая спросила: «Крутит ли метель?
Затопить бы печку, постелить постель».
Я ответил милой: «Нынче с высоты
Кто-то осыпает белые цветы.
Затопи ты печку, постели постель,
У меня на сердце без тебя метель».

—————————————
ცისფერი პერანგი, თვალები ლურჯი,
სიმართლე არ მითქვამს მე შენთვის გუშინ.

შენ მკითხე: “ტრიალებს ქარბუქი შმაგი,
გავშალო ლოგინი, ავანთო ჭრაქი?”

მე კი გიპასუხე: “ძვირფასო, ვიღაც
ზეციდან გვიგზავნის ყვავილთა ციაგს.

დაანთე ბუხარი, გამიღე კარი
უშენოდ ჩემს გულში ტრიალებს ქარი.”

Не жалею, не зову, не плачу (Есенин) -სერგეი ესენინი – აღარც რას ვნანობ, აღარ ვუხმობ, აღარ ვქვითინებ ( ესმა ონიანი)


* * *

Не жалею, не зову, не плачу,
Всё пройдёт, как с белых яблонь дым.
Увяданья золотом охваченный,
Я не буду больше молодым.

Ты теперь не так уж будешь биться,
Сердце, тронутое холодком,
И страна берёзового ситца
Не заманит шляться босиком.

Дух бродяжий, ты всё реже, реже
Расшевеливаешь пламень уст.
О моя утраченная свежесть,
Буйство глаз и половодье чувств.

Я теперь скупее стал в желаньях,
Жизнь моя, иль ты приснилась мне?
Словно я весенней гулкой ранью
Проскакал на розовом коне.

Все мы, все мы в этом мире тленны,
Тихо льётся с клёнов листьев медь…
Будь же ты вовек благословенно,
Что пришло процвесть и умереть.

1921

აღარც რას ვნანობ, აღარ ვუხმობ, აღარ ვქვითინებ,
ქრება ყოველი, როგორც ხეზე ყვავილების თეთრი ფიფქები.
ჭკნობის ოქრო ამიგიზგიზებს,
აღარასოდეს ახალგაზრდა აღარ ვიქნები.

შენ, ჩემო გულო, გამალემით კვლავ აღარ გალობ,
საცაა სიცივე წაგეტანება,
და არყოვანის ჩითის სამყარო
ვერ შემიტყუებს ფეხშიშველა სატანტალებლად.

ო დახარჯულო ხელუხლებლობავ!
ვაღარ მიღვივებს ბაგეთ სიალეს,
თვალების შფოთს და მოზღვავებულ სიჭარბეს გრძნობის
ძველებურად სული იგი მოხეტიალე.

ახლა სურვილებს იშვიათად და ძუნწად ავშლი,
სიცოცხლევ ჩემო, ნეტავ ხომ არ დამსიზმრებიხარ?
თითქოს გავვარდი ვარდისფერ რაშით
გაზაპხულის მოგუგნე სანახებიდან.

ყველა, ჩვენ ყველა ქრობის ნიშნით დადაღული ვათ,
ნელა იღვრება ნეკერჩხლების ფოთლის სპილენძი…
იყავ კურთხეულ სამარადისოდ,
რასაც სიცოცხლის გასაქრობად თურმე ვიძენდით.

თარგმანი –ესმა ონიანი

სერგეი ესენინის ლექსები ქართულად


სერგეი ესენინი

მთვარიანი საღამო, ზეცის ლურჯი თავანი,
ერთ დროს ვიყავ ჭაბუკი, ლამაზი და თამამი.
მაგრამ შეუჩერებლად დრომ გვერდზე ჩამიარა,
სიჭაბუკე გაფრინდა, დამიტოვა იარა.
გული დაზრა. თვალებიც მწუხარებამ დანისლა,
ლურჯო ბედნიერებავ, მთვარიანი ღამისა.

………………………………………………………………….

ცისკრის ზარზე იღვიძებს
მინდორი და ბალახი.
ცხრათვალა მზეს უცინის
მიწა სიზმარნანახი.
ცის ლურჯ თაღზე ირწევა
მორცხვად იალკიალი.
ტყის შრიალი გაისმის,
როგორც ზარის წკრიალი.
მდინარეში ჩაცურდა
მთვარე თეთრკაბიანი,
ააცეკვა ტალღები
სუსტი, ქოჩორმზიანი.
ველი, გაღვიძებული,
სიზმრებს მიერეკება,
ქუჩის იქით ხმატკბილი
საარი ირეკება.

………………………………………………………………………….

შენ თქვი, რომ ქალს მკერდს საადი
უკოცნიდა ჟინითა;
მეც ვისწავლი, დამაცადე,
კოცნას საადივითა.
თქვი, ყურანი (არ მსურს დავა) –
სულ სხვა სიბრძნეს გვპირდება.
მე ხომ რიაზანიდან ვარ,
სხვა ლოცვა არ მჭირდება.
შენ მღეროდი: – ”ევფრატს გაღმა,
ქალზე ძვირი ვარდი ღირს” .
ქალის ფასი ვიცი, მაგრამ
ღარიბ ჯიბეს თაგვი ღრღნის.
ბაღში შევალ, ვარდებს ავჩეხ, –
ახლა ვცოცხლობ ამ აზრით.
ქვეყანაზე რომ არ დარჩეს
შაგანეზე ლამაზი.
ამ ჩემს აღთქმას სურვილს ვატან
და ნურც მკითხავ თუ რადა,
ქვეყნად გავჩნდი პოეტად და
გკოცნი პოეტურადა.

თარგმნა
ტარიელ ხავთასმა

——————————————————-
Голубая кофта. Синие глаза.
Никакой я правды милой не сказал.

Милая спросила: “Крутит ли метель?
Затопить бы печку, постелить постель”.

Я ответил милой: “Нынче с высоты
Кто-то осыпает белые цветы.

Затопи ты печку, постели постель,
У меня на сердце без тебя метель”.

Октябрь 1925

ცისფერია ზედსაცმელი. თვალებია ლურჯი.
მე სიმართლე დავუმალე გულის სატრფოს გუშინ.

სატრფომ მკითხა: „ქარბუქი კვლავ ტრიალებს?
გაგიშლიდი თბილად ლოგინს, ღუმელს ავაბრიალებ.“

ვუპასუხე სატრფოს: „ახლა, კამარიდან ცის,
თეთრ ყვავილებს ვიღაც ფანტელებად ცრის.

გამიშალე ლოგინი და, ცეცხლიც ამიბრიალე,
მაგრამ გულში, უშენოდაც სხვა ქარბუქი ტრიალებს.“

—————————————————-
სერგეი ესენინი – ხელები მისი
(თავისუფალი თარგმანი)

ხელები მისი – ორი ფრთა გედის –
ჩემს თმის ოქროში მი-მოიკარგა,
ამ ქვეყნად ყველა რაღაცას მღერის,
ტრფობაა ყველა სიმღერის ქარგა.

ასე, ოდესღაც, მეც ხომ ვმღეროდი,
იმ ძველ სიმღერას ვღიღინებ ახლაც,
ამიტომ ღრმაა ეს მელოდია
და მთრთოლავ სიტყვებს ემჩნევათ დაღლა.

რომ მორკალავდეს სულს სიყვარული,
გულიც, ო, გულიც ოქროდ იძგერებს,
მაგრამ ეს მთვარე თეირანული,
არ შეუძლია, ვერ ათბობს ბგერებს.

და მე არ ვიცი, ღირსღა სიცოცხლე,
ღირსღა შენს ცეცხლში დგომა, შაგანე,
როცა სრტიქონში ჩნდება სიმორცხვე,
სიბერისაკენ რომ მიმაქანებს.

ახსნაც ერთგვარი როდი აქვს ყოველს:
ყურს სხვა, თვალს სხვა რამ ესეირება,
იმ სპარსის კოჭლობს სიმღეარა, რომელს
არ ხვდა შირაზში შესეირნება.

ჩემზე და ამ ჩემს სიმღეარაზე კი
ხალხში იტყოდეთ უნდა ამგვარად:
ისიც იმღერდა სხვა სინაზეთი,
გედის ფრთებს რომ არ გადაეგვარათ.

* * *
Руки милой – пара лебедей –
В золоте волос моих ныряют.
Все на этом свете из людей
Песнь любви поют и повторяют.

Пел и я когда-то далеко
И теперь пою про то же снова,
Потому и дышит глубоко
Нежностью пропитанное слово.

Если душу вылюбить до дна,
Сердце станет глыбой золотою.
Только тегеранская луна
Не согреет песни теплотою.

Я не знаю, как мне жизнь прожить:
Догореть ли в ласках милой Шаги
Иль под старость трепетно тужить
О прошедшей песенной отваге?

У всего своя походка есть:
Что приятно уху, что – для глаза.
Если перс слагает плохо песнь,
Значит, он вовек не из Шираза.

Про меня же и за эти песни
Говорите так среди людей:
Он бы пел нежнее и чудесней,
Да сгубила пара лебедей.
1925
Сергей Есенин. Стихотворения и поэмы.
Москва, “Детская литература”, 1969.

—————————————
თარგმანი –მინდია არაბული

ყველა წვიმა და ქარბუქი,
ყველაფერი ნათლად მახსოვს,
რომ ვიღაცამ ჩუმი შუქით
ჩემი თვალნი ამოავსო.

რაღაც ნაზი გრძნობის მიერ
ცისფერ ნისლში ვიყავ მაშინ,
სრულად უცხო და მშვენიერ,
ამოუცნობ ქვეყანაში.

არ მაკრთობდა სიღრმე მისი
არც უძირო ვარსკვლავთ სახე.
შევიყვარე მარადისი
ზეცა, როგორც მშობლის სახლი.

ყველაფერი იყო წმინდა
იმ შორეულ ცხოვრებაში,
თითქოს სვეტი მწუხრის სხივთა
ტბის ზედაპირს დასთამაშებს.

ენას სწყდება უნებურად
და სათქმელად რაღაც მიხმობს:
ცამ, ვითარცა მაკე ფურმა
გააჩინა წითელი ხბო.

* * *

Не напрасно дули ветры,
Не напрасно шла гроза.
Кто-то тайный тихим светом
Напоил мои глаза.

С чьей-то ласковости вешней
Отгрустил я в синей мгле
О прекрасной, но нездешней,
Неразгаданной земле.

Не гнетет немая млечность,
Не тревожит звездный страх.
Полюбил я мир и вечность,
Как родительский очаг.

Все в них благостно и свято,
Все тревожное светло.
Плещет рдяный мак заката
На озерное стекло.

И невольно в море хлеба
Рвется образ с языка:
Отелившееся небо
Лижет красного телка.

პ.ს ესენინის ეს ლექსები მხოლოდ ქართულად დაიბეჭდა გაზეთ ”ლიტერატურულ საქართველოში” 2007 წლის 25 მაისს.

თეოდორ დოსტოევსკი-თეთრი ღამეები (თარგმანი მაია ჩოლოყაშვილის)


908955_486022804779657_397896935_n
თარგმანი :მაია ჩოლოყაშვილი
დოსტოევსკის ეს პატარა, საინტერესო, ღირებული ნაწარმოები დაყოფილია 6 ნაწილად. მეოცნების საოცნებო სამყაროში, მართლაც უამრავი სასწაული ხდება თურმე, თურმე ოცნება შეიძლება ახდეს და მერე ისევ ღრუბლებისკენ გაფრინდეს… “თეთრი ღამეების” თარგმანი მოგვაწოდა ქალბატონმა მაია ჩოლოყაშვილმა, რისთვისაც მას უდიდეს მადლობას ვუხდი ლიტერატურის მოყვარული ადამიანების სახელით.

გადმოსაწერი ლინკი:http://allshares.ge/download.php?id=6AC301DD64