Month: მაისი 2019

მარინა ცვეტაევა (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)



ვიქტორია ისაკოვა მარინა ცვეტაევას როლში ფილმიდან „სარკეები“

*   *   *

უიმედოდ ვარ – დაღვინდი? -არა!
ბავშვი ხარ, სათამაშო გჭირდება.
სალამიც მიტომ გამიჭირდება.
ხაფანგის შიშმაც არ გამიარა.
უიმედოდ ვარ – დაღვინდი? -არა!

შენში ეს ბავშვი მრისხანებს ავად:
ვითომ ხუმრობით, წეწავს თოჯინებს.
მუდმივად ტყუის, ბრაზობს, ზოზინებს.
ედემ – ქვესკნელიც ბავშვშია თავად,-
მეც ზვიად სტრიქონს ვწერ თავისთავად.

ბავშვს არასოდეს მოსწონს გაყოფა,
ტირის ნაძვისხის ზეიმის ბოლოს.
სიტყვებში არ ჩანს, იგრძნობა მხოლოდ
ცეცხლივით მწველი შეურაცხყოფა.
მას არასოდეს მოსწონს გაყოფა.

ო, არის ბავშვი, ბავშვი – ენიგმა,
მუქი თვალებით დააქვს სამყარო,
განდეგილთ ღვაწლი რომ გაამყაროს,
დაილანდება ქუჩათა მიღმა.
ბავშვი ხარ, თუმცა არა – ენიგმა!

*   *    *

Безнадежно-взрослый Вы? О, нет!
Вы дитя и Вам нужны игрушки,
Потому я и боюсь ловушки,
Потому и сдержан мой привет.
Безнадежно-взрослый Вы? О, нет!

Вы дитя, а дети так жестоки:
С бедной куклы рвут, шутя, парик,
Вечно лгут и дразнят каждый миг,
В детях рай, но в детях все пороки, —
Потому надменны эти строки.

Кто из них доволен дележом?
Кто из них не плачет после елки?
Их слова неумолимо-колки,
В них огонь, зажженный мятежом.
Кто из них доволен дележом?

Есть, о да, иные дети — тайны,
Темный мир глядит из темных глаз.
Но они отшельники меж нас,
Их шаги по улицам случайны.
Вы — дитя. Но все ли дети — тайны?!

Москва, 27 ноября 1910

გადაიპენტა თეთრად ტკივილი – ოთარ ჭილაძე


გადაიპენტა თეთრად ტკივილი,
სულში ნაცნობი, ცივი ქარია…
არ მინდა ახლა ბედთან ჩივილი
უბრალოდ შენთან მინდა ძალიან…
აღმართ და აღმართ ასვლის სიმწარე
დაღმართმა ვეღარ გადაიავდრა…
მასთან შეხვედრა ალბათ ვიჩქარე
აი შენთან კი…დამაგვიანდა.
წლები მათოვს და ქრება ღიმილი,
უხეშად მაცლი ფერებს ყოველ დღე…
ჩალად არ გიღირს სხვისი ტკივილი
მიკვირს წლების წინ როგორ მოგენდე?
აათასფერდა თავში ფიქრები
ერთიდან იქცა ტკივილი ასად…
წლები გავა და მერე მიხვდები,
რომ არა ღირხარ შენ ცრემლის ფასად
გადაიპენტა თეთრად ტკივილი,
სულში ნაცნობი, ცივი ქარია…
არ მინდა ახლა ბედთან ჩივილი
უბრალოდ შენთან მინდა ძალიან.
ოთარ ჭილაძე