Month: თებერვალი 2016

გვიყვარდეს ერთმანეთი


გზა – გაწყვეტილი ძაფივით,
ფიქრი, დუმილი, დარდი, –
პურიც იყო და მარილიც,
მაინც ერთმანეთს ვჭამდით.

რაც იყო ჩქარა გაივლის,
არ შეგაწუხოთ ეჭვმა, –
პურიც იქნება, მარილიც .
მაინც ერთმანეთს შევჭამთ.