Month: ივლისი 2022

მარინა ცვეტაევა ბედნიერება (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)


მარინა ცვეტაევა

-„ადრე ეტრფოდი შენ მხოლოდ ვარდს და

მაგ თმაში სულ სხვა გვირგვინი ფასობს.

ვნების ყვავილი  რად გაგივარდდა?“

-„შენი სახელით, ჩემო ძვირფასო!“

              -„შროშანებს ვითხოვ აპრილში, თორემ

              მაისში ვთელავ, არაფრად ფასობს.

             და რას  ჩურჩულებ, ამოთქვი ბარემ?“:

             -„შენი სახელით, ჩემო ძვირფასო!“

  -„ამ ზარმა გული მომტაცა უცებ,

მსურს ვემსახურო და დამიფასოს.

ნეტავ, მაგ გვირგვინს რად ანაკუწებ?“

-„შენი სახელით, ჩემო ძვირფასო!“

მცირე განმარტება მთარგმნელისაგან:  ეს  ლექსი რამდენადაც პატარაა მოცულობით, იმდენად ღრმა და რთულია აზრობრივად (სხვანაირად წარმოუდგენელიცაა -დიად ცვეტაევასთან გვაქვს საქმე) ლიტერატორები, ძირითადად, ორ ვერსიას ავითარებენ.

პირველი ვერსიის მომხრენი უშვებენ, რომ დიალოგი იმართება წყვილს შორის. მამაკაცი (სავარაუდოდ, მარინა ცვეტაევას მეუღლე, სერგეი ეფრონი,) კითხვებს უსვამს ლექსის ლირიკულ გმირ ქალს და იღებს ერთსა და იმავე პასუხს  (რაც, სახისმეტყველების თვალსაზრისით, ერთდროულად, რეფრენიცაა და ანაფორაც).

მესამე სტროფი წინა ორისგან იმით განსხვავდება, რომ მამაკაცი თავის გადაწყვეტილებას აცნობს მეწყვილეს, რომ სურს, „ზარს“ ემსახუროს. ასეთ შემთხვევაში, თუ ზარში თავისუფალი ცხოვრების წესს მოვიაზრებთ, ვასკვნით, რომ ქალის მშვიდ მორჩილებას არაფრად აფასებს კაცი. საპასუხოდ, ქალი იხსნის გვირგვინს და კვლავ მეწყვილეს სახელით, მისივე  დამოკიდებულების  გათვალისწინებით, ათავისუფლებს  ვალდებულებებისგან, რომლებიც გრძნობებს არ უკავშირდება.

მეორე ვერსიის თანახმად კი დიალოგი იმართება ადამიანსა და ბედნიერებას შორის, რომელშიც გამოიხატება ბედნიერების მორჩილება მანამ, სანამ ადამიანი ზარის მსახურებას, ანუ მორალურ პრინციპებზე უარის თქმას არ გადაწყვეტს. მხოლოდ მას  შემდეგ, რაც ადამიანი  თავაშვებულ თავისუფლებას აირჩევს, ბედნიერება მას შორდება.

პ.ს. რა თქმა უნდა, აქ წარმოდგენილი მოსაზრებებს არ აქვთ კანონიკური აქსიომების პრეტენზია. პოეზია (მითუმეტეს, კონგენიალური ცვეტაევას შემოქმედება) ყველაზე თავისუფალი საზროვნების უფლებას იძლევა და თითოეულ მკითხველს, შესაძლოა, ჰქონდეს საკუთარი მოსაზრება.

Марина Цветаева

Счастье

— «Ты прежде лишь розы ценила,

В кудрях твоих венчик другой.

Ты страстным цветам изменила?»

— «Во имя твое, дорогой!»

— «Мне ландышей надо в апреле,

Я в мае топчу их ногой.

Что шепчешь в ответ еле-еле?»

— «Во имя твое, дорогой!»

— «Мне мил колокольчик-бубенчик,

Его я пребуду слугой.

Ты молча срываешь свой венчик?»

— «Во имя твое, дорогой!»

კონსტანტინე ბალმონტი – ივლისი (სონეტი) (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)


კონსტანტინე ბალმონტი

ივლისის სიცხე – ზაფხულის მწვერვალი,

მოკლე ღამე და ნათელი დღე-გრძელი.

კვლავ მოსავს ხეებს სიმწვანე, ვით რვალი,

მწიფე პურის სუნს გვიგზავნის მზე-ველი.

ამინდი დიდებით მეფობას არ თმობს,

ფეთქდება ფერების ფეიერვერკი

ყვავილი ყვავილობს, ბალახი გვათრობს,

ჩიტთა ჰანგს რიჟრაჟზე ყურს უგდებს მზეც კი.

კამკამა ჰაერი, გულში ნეტარება,

მწიფე ვაშლებიან ბაღით ცდუნება.

ციურ მანანათა სასწაულს ედარება,

წყალს – მაცოცხლებელს რომ ელის ბუნება.

უეცრად, გაოცება მაგიური,

ჩვენ  თვალწინ, ცვლილებით ბუნების ღელვა,

 წვიმის საჩუქარი- სიგრილე ღვთიური

და ღამის ცაზე ზაფხულის ელვა.

КОНСТАНТИН БАЛЬМОНТ

Июль (Сонет)

Июльская жара. Макушка лета.

Ночь коротка, а яркий день длинней.

Деревья зеленью еще одеты,

Созревшим хлебом пахнет из полей.

Погода царствует вовсю, на славу!

Повсюду буйство красок, как салют:

Цветы пестреют, и дурманят травы,

И звонко птицы по утрам поют.

Прозрачен воздух, и на сердце нега,

Созрели яблоки, манят сады.

Природа, словно чудо, манну с неба,

Ждет ласковой, живительной воды.

И, как по волшебству, на удивленье

Все изменилось прямо на глазах –

Прохладный дождь дарует наслажденье,

В ночи сверкает летняя гроза.

მარინა ცვეტაევა (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)


მარინა ცვეტაევა

ივნისი. ივლისი. ბულბულთა შარმი.

-და ჩვენ კი რაღაცით ჩიტებს ვგავდით.

და მაშინ – ბულბულთა განგაშის ღამით-

თოთოეული ჩვენს თავს მოვუკვდით.

აგვისტო-მეფე. ვერ უსმენს რულადას*.

ოქტომბრის ზალპი სასრული თუ არის…

შენ ავგუსტუსი უარყავ სრულადა

და სწორედ ამიტომ ვთქვი შენზე უარი!

*რულადა – ვირტუალური პასაჟი სიმღერაში

 Марина Цветаева

Июнь. Июль. Часть соловьиной дрожи.

— И было что-то птичье в нас с тобой —

Когда — ночь соловьиную тревожа —

Мы обмирали — каждый над собой!

А Август — царь. Ему не до рулады,

Ему — до канонады Октября.

Да, Август — царь. — Тебе царей не надо, —

А мне таких не надо — без царя!