Month: ივნისი 2018

მარკუს ფაბიუს კვინტილიანე-(თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)


35922987_871563496385671_970929751566843904_n

21-ე საუკუნის ახალი პედაგოგიკური კლასიკა
პაატა ამონაშვილი
„მარკუს ფაბიუს კვინტილიანე“
ნაწყვეტი რომანიდან
(თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)

მარკუსმა ყურადღებით შეხედა დეციმეს და მონას სთხოვა:
– მინდა ტუტუციეს თხზულება მოვისმინო, წაიკითხე…
სვისტონიემ თავი დაუკრა, მოძებნა ბიჭუნას ფირფიტა და დაიწყო:
-ეზოპეს არაკის შინაარსი ვირსა და ფილოსოფოსზე, მოთხრობილი აგენობარბე გნეიუს ტუტუციესგან: პატრონმა მიაბარა თავისი ვირი ფილოსოფოსს, რადგანაც სურდა პირუტყვი მეცნიერად ექცია . ფილოსოფოსი დაეხარბა ანაზღაურებას და შეუდგა ვირის სწავლებას, რომელსაც ბეჯითად უმეორებდა, თუ როგორ იყო მოწყობილი სამყარო. ვირს მან ვერაფერი ასწავლა, სამაგიეროდ, სამყაროს არსს ჩასწვდა თავად ფილოსოფოსი. ახლა ისმის ასეთი კითხვა: რას წარმოადგენენ თავად პატრონი და ფილოსოფოსი? მე ვფიქრობ, რაკი მათ გადაწყვიტეს ვირისთვის მეცნიერება ესწავლებინათ, მაშ, ისინი თავად არიან ვირები….“
აქ სვისტონიე შეჩერდა და დეციმეს კითხვის ნიშნით შეხედა:
-მიბრძანებთ, დასასრულიც წავიკითხო?
დეციმემ თავში ხელი შემოირტყა და კბილი კბილს დააჭირა
მარკუსმა უბრძანა:
-წაიკითხე!
სვისტონიემ ჰაერი ღრმად შეისუნთქა და წეღანდელი მხატვრულობით დაასრულა კითხვა:
-„რა არის თვით ჩვენი გრამატიკოსი, ბატონი დეციმე აგელატუსი? ის ჩვენ ხშირად გვიწოდებს ვირებს და ყოველ ჯერზე გვცემს სახაზავითა და ქამრით, თითქოს მართლა ვირები ვიყოთ, მრავალჯერ გვიმეორებს ერთსა და იმავეს. და, აი, მე განვსაჯე, რომ რაკი ის გვასწავლის ჩვენ-ვირებს, ესე იგი, იგავ-არაკის გმირთა შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ის თავადაც სხვა არაფერია, თუ არა დიდი ვირი…“
დეციმემ ხმამაღლა დაიწყო გოდება:
-ვაი, მე საწყალი! დღეს ქამრის ოცდაათი დარტყმით უნდა დამესაჯა!
კვინტილიანემ წყენით დაიქნია თავი და მონას უბრძანა:
-სვისტონიე, ახლა ბავშვებთან, მდელოზე წადი!
მონამ თავი მორჩილად დახარა, ფირფიტები მოაწესრიგა და გავიდა.
მცირე ხნის დუმილის შემდეგ კვინტილანემ აიღო ტუტუციეს ფირფიტა, ყურადღებით გადაიკითხა დაწერილი და თქვა:
-შეხედე, დეციმე, მან უშეცდომოდ შეასრულა მთელი წერითი დავალება. ნაშრომის გრამატიკული მხარე უშეცდომოა. თხრობა გამართულია, ასოები ჩინებულადაა გამოყვანილი და სტილიც კარგია. შენ როგორ შეაფასებ ამ ნამუშევარს?
დეციმემ გაოცებული მზერა მიაპყრო მარკუსს და მიუგო:
-მარკუს, შენ, ალბათ, ხუმრობ? მან ხომ თავის მასწავლებლებს ვირები უწოდა?! რა მნიშვნელობა აქვს კარგ მარცვალსა და ჩემს შეფასებას?
-გეთანხმები, თხზულება, შინაარსობრივად, უდავოდ, შეურაცხმყოფელია და გაკიცხვას იმსახურებს, მაგრამ, ამასთანავე, ის შესრულებულია უზადოდ და ფორმალურად უმაღლეს შეფასება ეკუთვნის. დიახ, მან შენ ვირი გიწოდა, მაგრამ ეს შეასრულა გამართულად, კარგი სტილითა და გრამატიკული შეცდომების გარეშე.
დეციმე დაიძაბა:
-ამით რისი თქმა გსურს?
-ჩემთვის აშკარაა, რომ ბიჭს სანაქებო გონება აქვს. ამ თხზულების დონე მავალდებულებს ბიჭის გადაყვანას რიტორთა ჯგუფში. დროა, მან უფროსებთან ერთად ისწავლოს. მისგან შეიძლება აღიზარდოს გამოჩენილი მჭევრმეტყველი, თუმცა ცუდი ჩვევები აქვს და თუ არ გამოვასწორებინეთ, ტუტუციე უზნეო ადამიანად ჩამოყალიბდება, თავის ნიჭს უღირსი მიზნებისთვის გამოიყენებს… და ვინ არის დამნაშავე, რომ ბიჭს ცუდი ზნე აქვს? რა თქმა უნდა, მისი აღმზრდელები და, პირველ რიგში, შენ, დეციმე…
დეციმემ კვლავ თავში იტაცა ხელი და გოდებას მოჰყვა:
-ვაი, მე უბედური…
მარკუსმაც განაგრძო:
-გამოდის, რომ ბუნებამ ბიჭი დააჯილდოა მახვილგონიერებით, მეცნიერული შესაძლებლობებით, ხოლო აღმზრდელებმა მას ჩაუნერგეს ცუდი ჩვევები და ხარვეზები. მშობლებისა და ახლობლებისგან შეითვისა ბევრი უარყოფითი, თქვენგან-აგრეთვე, გრამატიკა. შეურაცხყოფად ნუ მიიღებ, დეციმე, თუ ჩვენ ამას არ გამოვასწორებთ, მაშინ ტუტუციე აღიზრდება დიდებული ორატორი, ბრწყინვალე მჭევრმეტყველების უნარით, რომელიც თავის შესაძლებლობებს გამოიყენებს მხოლოდ ცუდი საქმეებისთვის. და რაც მეტად გაიფურჩქნება მისი ტალანტი, უფრო მეტ ბოროტებას ჩაიდენს.
აგელატუსმა მძიმედ ამოიხვნეშა და მიუგო:
-რას ამბობ, მარკუს? შენ მე მადანაშაულებ ტუტუციეს ცუდი ზნე-ჩვეულებების გამო?
-დიახ, ამაში შენი დანაშაული საგრძნობია. ბავშვები იმეორებენ ხოლმე შენს ქცევებს და შენში ისინი ხედავენ მხოლოდ მბრძანებლურ უხეშობას, ღრუბელივით იწოვენ შენს სისასტიკეს. ეს ხარვეზები, შესაძლოა, ვეღარც დიდობაში აღმოიფხვრას მათში. ამიტომ იხრჩობა რომი ძალადობასა და ბოროტებაში, ძარცვასა და ომებში.ჩემზე კი არ უნდა გაბრაზდე, დამოკიდებულება უნდა შეიცვალო ბავშვების მიმართ.

კონსტანტინე სიმონოვი მელოდე, დავბრუნდები (რუსულიდან თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)


145მელოდე- დავბრუნდები,
მელოდე ძალიან;
სევდით ნუ ცდუნდები,
წვიმა ხომ წყალია.
თუ თოვა არ მიწყდეს,
თუ ჰავა ცხელია,
თუ გუშინ დაივიწყეს
და სხვებს არ ელიან,
შენ მაინც მელოდე,
ბარათიც თუ არ ჩანს,
თუ ყველას მობეზრდა
ლოდინი ამდენ ხანს,

მელოდე – დავბრუნდები!
მორჩილი არ იყო
იმისი, ვინც გირჩევს, რომ
დროა, დამივიწყო!
დედისთვის, შვილისთვის,
დაე, აღარ ვიყო;
დაე, მეგობრებშიც
აზრები გაიყოს.
ცეცხლის პირს შესვან ღვინო:
„ცხონდი, სადაც ხარო“,
შენ სულის მოხსენება
ჩემი -არ იჩქარო!

მელოდე – დავბრუნდები
ყველას ჯინაზე;
დაე, თქვან: გაუმართლა
სიკვდილის წინაშე!
ვერავინ მიხვდეს, როგორ
დაჯაბნა ცეცხლი ბიჭმა.
გადამარჩინა მხოლოდ
შენმა ლოდინის ნიჭმა.
ჩვენ ორში დარჩეს, როგორ
გავცურე ცეცხლის ზღვა.
ისე მელოდი შენ მე,
როგორც არავის – სხვა!

 

Константин Симонов
ЖДИ МЕНЯ, И Я ВЕРНУСЬ
Жди меня, и я вернусь.
Только очень жди,
Жди, когда наводят грусть
Желтые дожди,
Жди, когда снега метут,
Жди, когда жара,
Жди, когда других не ждут,
Позабыв вчера.
Жди, когда из дальних мест
Писем не придет,
Жди, когда уж надоест
Всем, кто вместе ждет.
Жди меня, и я вернусь,
Не желай добра
Всем, кто знает наизусть,
Что забыть пора.
Пусть поверят сын и мать
В то, что нет меня,
Пусть друзья устанут ждать,
Сядут у огня,
Выпьют горькое вино
На помин души…
Жди. И с ними заодно
Выпить не спеши.
Жди меня, и я вернусь,
Всем смертям назло.
Кто не ждал меня, тот пусть
Скажет: – Повезло.
Не понять, не ждавшим им,
Как среди огня
Ожиданием своим
Ты спасла меня.
Как я выжил, будем знать
Только мы с тобой, –
Просто ты умела ждать,
Как никто другой.