ბახტრიონიდან გიცქერდი


ბახტრიონიდან გიცქერდი, ლამაზო თუშის ქალაო,

მე გული გადაგიშალე, შენ სიყვარულსა მალაო,

აი ის ღრუბლები მიყვარან

ბორბალოზედ რომ დიანო

ერთიმეორის შეყრასა

ხარობენ, მოელიანო.

შაიყრებიან ერთადა

ფანტელებს ჩამაყრიანო,

რაც უნდა ბევრი ეცადნონ

ჩვენ ერთურთს ვერ გაგვყრიანო.

დატოვე კომენტარი