მარინა ცვეტაევა

არსენი ტარკოვსკი მარინა ცვეტაევას ხსოვნას (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)


სად არის შენი მგრგვინავი ტალღა,

მხუთავი ზვირთცემა შავი,

ფრთიანო ვარსკვლავო, ჩამქრალო ახლა,

რა დღეში ჩაიგდე თავი?

როგორ ანათებდი, ლმობიერო,

ბოლომდე იწვოდი, ნამდვილად.

ვით შევძლო ვიყვირო, შეგაჩერო,

გადაგარჩინო ადვილად.-

ახლა გვიანია სინანული:

ფსკერიც უძიროა, ეგება.

ასე მარგალიტი, ელვაწნული,

იდუმალ სიღრმეში ეშვება.

АРСЕНИЙ ТАРКОВСКИЙ

ПАМЯТИ МАРИНЫ ЦВЕТАЕВОЙ

Где твоя волна гремучая,

Душный, черный морской прибой,

Ты, крылатая, звезда падучая,

Что ты сделала с собой?

Как светилась ты, милостивица,

Все раздаривая на пути.

Встать бы, крикнуть бы, воспротивиться,

Подхватить бы да унести —

Не удержишь — и поздно каяться:

Задыхаясь, идешь ко дну.

Так жемчужина опускается

В заповедную глубину.

1941г.

მარინა ცვეტაევა შემოდგომა (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა


და მფრინავ ფოთლებს  გავცქერი მუნჯად,

შემდეგ რომ  რიყის ქვებთან მოგროვდება,

მეც, როგორც მხატვარს, მიცვდება ფუნჯი,

და  ჩემი ნახატიც დასრულდება.

       ვფიქრობ (არ         მოსწონთ, ეგებ, ფიქრიანი,

       სახე ჩემი და არც ჩემი სხეული) –

     ყვითელი, თან  აშკარად ჟანგიანი,

     ზემოდან გამომრჩა ფოთოლი ეული.

МАРИНА ЦВЕТАЕВА

Когда гляжу на летящие листья,
Слетающие на булыжный торец,
Сметаемые — как художника кистью,
Картину кончающего наконец.

Я думаю (уж никому не по нраву
Ни стан мой, ни весь мой задумчивый вид),
Что явственно желтый, решительно ржавый
Один такой лист на вершине — забыт.

მარინა ცვეტაევა – საახალწლო* (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)


გილოცავ- კიდეზე შუქით – სისხლით!

ახალ წელს- პირველი წერილით!

გაუგებრობა – დრო-ჟამის გასვლით-

ცარიელია – ვით კოშკი ეოლის*(1)

შენთვის კი გუშინ დაწერილ წერილს,

რომელსაც მე შენ გარეშე გავცვეთ,

გიგზავნი სამშობლოში -ვარსკვლავზე-

გასვლის და უკუქცევის კანონით,-

რომლის ძალითაც, ზოგადად, სიყვარული

არყოფნიდან არარსებულია.

მოგიყვე, როგორ შევიტყე შენზე?

მიწისძვრა არ იყო და არც ზვავი

კაცი ერთი*(2) (შენ ხარ ერთადერთი.)

 მოვიდა, მოიტანა ამბავი ავი.

„დღის ცნობებისთვის*(3) სტატიას მომცემთ?

-სად?- მთებში. (სარკმელი ნაძვის ტოტებში

მიტკალი.) გაზეთებს არ იღებთ, ხომ?

ხმით: სტატია? არა, შენდობას გთხოვთ.

„არა ვარ ქრისტეს გამცემი,“- უხმოდ.

-სანატორიუმში?*(4) (ქირით -სამოთხეში)

-დღეს? არ მახსოვს, გუშინწინ ან გუშინ.

იქნებით ალკაზარში?*(5) -არა, ვერ!…

ხმით: ოჯახი. უხმოდ: იუდა არ ვარ!

დამდეგს გილოცავ! (ხვალ დაიბადე!)-

გითხრა, რა ვქენი, როცა გავიგე?…

ჩუ… დავიშიფრე. შენაც გამიგებ,-

ბრჭყალებში ჩავსვი სიკვდილ-სიცოცხლე,

 ვით ცარიელი, შეთხზული ჭორი.

 მე არაფერი მოვიმოქმედე,

თავად შესრულდა, ჩრდილისა და

ექოს გარეშე.

ახლა… იმგზავრე როგორ?

ირღვეოდა და არ გაირღვა – როგორ-

გული?…მან თქვა, -ეტოლა არწივებს სრბოლით,

როგორც არწივი, მათ გაჰყვა  ჩორთით.

სული ფრინავდა – ან, ეგებ, მეტი?-

ტკბებოდა მათდა თანასწორად.

სხვა ვინ ფრენს ასე არწივთ მხარდამხარ,

ასეთი რწმენით, მათ თანატოლად?

ეს ძალუძთ მხოლოდ რუსებს, ნამდვილებს,

რადგან სისხლია, სხვა სამყაროსთან

უცნაურ კავშირს რომ გვიადვილებს.

ვიყავ რუსეთში…ნათელი იქ მწიფს,

სადაც გაქცევა ქცეულა წესად.

სიკვდილ-სიცოცხლე, – ვამბობ ღიმილით,

ფარულით, რადგან ვეხები ჩემსას.

სიკვდილ-სიცოცხლეს ვწერ სქოლიოში,

მცირე ვარსკვლავით

(ჩაი ღამიანი –

გონების ნახევარსფეროს ნაცვლად –

ვარსკვლავიანი).

 არ კი დაივიწყო, მეგობარო,

შემდეგი:  რუსულმა ასოებმა

გერმანული თუ ჩაანაცვლა,

არა იმიტომ, -როგორც ამბობენ.-

რომ ყველაფერი ჩამოიქცევა,

მკვდარი (ღატაკი) ყველაფერს შეჭამს –

ისე, თვალსაც არ დაახამხამებს.

არამედ მიტომ, რომ ის სამყარო,-

ჩვენი, ცამეტია, – და მასში –

 ნოვოდევიჩიში*(6)  მივხვდი ამას –

არ არის რამე ენის გარეშე,

პირიქით, ყოველი ერთენურია.

ვერ გეკითხები სევდის გარეშე  –

არ მეკითხები „NEST-ის*(7) შესატყვისს?

სრულად რომ  ახსნა სიტყვა – ბუდე –

დაფარავ  რითმით – ვარსკვლავის.

გპასუხობ? განა მძალმის რამე სხვა?

 შენგან თავდახსნის არ არსებობს გზა.

ნებისმიერ ფიქრს  Du Lieber*(8)

მარცვალ და მარცვალ მოვყავარ შენკენ.

ბიძგი, როგორიც არ უნდა იყოს

(თუნდ რუსზე მეტად ანგელოზური

ჩემთვის გერმანელი იყოს ნათესავი),

არა ღირს მისვლა, სადაც შენ არ ხარ –

ცარიელია შენი საფლავი;

არ არის ბუდე*(9),  სადაც შენ არ ხარ.

ეს ყველაფერი თითქოს არ იყო,

ეს ყველაფერი  თითქოსდა იყო.

-„და ჩემზე ნუთუ სულ არაფერი?…-

გარემო? -რაინერ,-როგორ გრძნობ თავს?-

აუცილებლად, დაუყოვნებლივ-

ხედვა სამყაროსი როგორი გაქვს?

(იგულისხმება პოეტი მასში)

და ბოლოს  -პლანეტები,

ჯერ შენთვის, მერე -მთლიანობაში!

პოეტი ფერფლში და სული ხორცში

(ორივეს შეურაცხყოფს გაყოფა)

და შენ კი შენთან, შენ შენთან-მეთქი.

უბადლოს არ ნიშნავს ზევსისად ყოფნა.

კასტორი*(10) – შენ შენთან – პოლუქსთან*(10),

მარმარილო -შენ შენთან -ბალახთან.

არც განშორება და არც შეხვედრა

პირისპირ: ჯვარედინი დაკითხვა –

განშორებაც და შეხვედრაც- პირველი-*(11)

საკუთარ ხელისგულზე. უცქერდა

როგორ (კვალი- მასზე – მელანი)

თავის ამდენი (რამდენი?)  მილის

უსასრულო ანდა უსაწყისო

სიმაღლიდან, ხმელთაშუა ზღვის, ანდა

სხვა ბროლის თეფშის*(12) დონიდან.

(პირველი ნაწილის დასასრული)

—————-

შენიშვნები:

*პოემა ეძღვნება რაინერ მარია რილკეს ხსოვნას.

1 ელოვას/ეოლის კოშკი -ბერძნული მითის თანახმად, ზღვის შუაგულში, კლდვან ნაპირებიან კუნძულზე მდგომი შენობაა, სპილენძის მყარი კედლით გარშემორტყმული, რომლესაც განაგებს ქარების მფარველი ღმერთი ეოლო/ელოვა.

2. იგულისხმება მარკ სლონო, რომელმაც მარინა ცვეტაევას რილკეს სიკვდილი შეატყობინა.

3. იგულისხმება იმდროინდელ პარიზში გამომავალი უმსხვილესი რუსულენოვანი გაზეთი „უკანასკნელი სიახლენი“.

4. რილკე გარდაიცვალა შვეიცარიის კლინიკა „ვალმონტში“.

5. ალკაზარი -რესტორანი პარიზში.

6. ნოვოდევიჩი – ამავე სახელწოდების მონასტრის მიმდებარე სასაფლაო მოსკოვში.

7.NEST – გერმანული სიტყვაა და ბუდეს ნიშნავს. 1926 წლის 12 აგვისტოს, რილკე თავის უკანასკნელ წერილში ცვეტაევას სწერდა, რომ მას დაავიწყდა, როგორ ითარგმნება ეს სიტყვა რუსულად.

8. Du Lieber – (გერმანულია)  და ითარგმნება, როგორც: გირჩევნია, უკეთ მიგაჩნია, ამჯობინებ.

9. სიტყვას-ბუდე, მარინა ცვეტაევა იყენებს, როგორც მეტაფორას და გულისხმობს პოეტების სამყოფელს სიცოცხლის შემდეგ.

10. კასტორი და პოლუქსი -ანტიკური მითის თანახმად, ისინი იყვნენ მშვენიერი ლედას ტყუპი ვაჟები, თუმცა მათ სხვადასხვა მამა ჰყავდათ: კასტორის მამა სპარტას მეფე იყო, ხოლო პოლუქსის კი თავად ზევსი, რომელმაც თავის ვაჟს უკვდავება მიანიჭა. მეომარი ძმები, გადმოცემით, არგონავტების ექსპედიციაშიც მონაწილეობდნენ. როდესაც კასტორი ბრძოლაში დაიღუპა, ზევსმა ნება დართო დამწუხრებულ პოლუქსს, თავისი უკვდავება ნახევარძმისთვის გაეზიარებინა. ორივე ძმა თანავარკვლავედად აქცია ზევსმა და ისინი ერთ დღეს მიწისქვეშა სამეფოში ატარებდნენ, მეორეს -ოლიმპოზე, ღმერთებთან.

11.რილკე და ცვეტაევა რეალურ ცხოვრებაში ერთმანეთს არ შეხვედრიან. ისინი მხოლოდ მიმოწერით იცნობდნენ ერთმანეთს. მარინა სწორედ ნაახალწლევს გეგმავდა მის გასაცნობად შეხვედრას. ამიტომ თვლის, რომ რილკეს სიკვდილმა ისინი ერთდროულად შეახვედრა და დააშორა ერთმანეთს.

 12. ესაა ვარიაცია თემაზე – „სულები ზემოდან იყურებიან“. მითითებული სტრიქონი შესაძლებელს ქმნის ერთი და იმავე ხარისხით განვასხვაოთ მელნის კვალი ხელზე, რომელიც ეკუთვნის „მიტოვებულ“ სხეულს და მის საპირისპიროდ ხმელთაშუა ზღვისა თუ  ლამბაქის კრისტალურობა, რომელთაც პოეტი ახასიათებს სიტყვით- ბროლი. ბროლის თეფში, შესაძლოა, ერთგვარად ირონიაცა იყოს მიწიერი ფუფუნების შესახებ.(  ბოლო სტრიქონში გამოთქმული  მოსაზრება ჩემია, – მ. გ.) ესაა მზერა სამოთხიდან ქვემოთ, – განმარტავს იოსიფ ბროდსკი.

მარინა ცვეტაევა – უფლისწული და გედები (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)


როცა ჩაქრება სხივთა თამაში,

ხალხით გადაღლილ სულს მოვიბრუნებ,-

დიდებულ ბაღის ოქროს მარმაშში

მშვენიერ გედებს ვკვებავ, ვაპურებ.

     დღესასწაული ილევა ცაზე

    (წვით დაღლილი ცა შვებას დაეძებს!),

     ვფანტავ ვარდისფრად  ლაპლაპა წყალზე

     დაფხვნილი პურის ციცქნა ნამცეცებს.

ცურავენ თეთრად დანამცეცებით,

დაბზრიალებენ ოქროს ფოთლებში.

მიკოცნა  წყნარად სხივმა ფეხები,

მერე ათრთოლდა ჩემს კულულებში.

     ენაცვლებიან ერთურთს ფიქრები.

     დავცქერი წყალს და თან ვაკვირდები :

     რა სევდითა და მადლიერებით

     იღებენ ჩემს ძღვენს თეთრი გედები.

გადავაფასებ ფიქრებს და ვდგები,

ვშორდები მიმქრალ სასახლის ხედებს

და მარტოობით სულგატანჯული

ვემშვიდობები ქათქათა გედებს.

          Принц и лебеди

В тихий час, когда лучи неярки
И душа устала от людей,
В золотом и величавом парке
Я кормлю спокойных лебедей.

Догорел вечерний праздник неба.
(Ах, и небо устает пылать!)
Я стою, роняя крошки хлеба
В золотую, розовую гладь.

Уплывают беленькие крошки,
Покружась меж листьев золотых.
Тихий луч мои целует ножки
И дрожит на прядях завитых.

Затенен задумчивой колонной,
Я стою и наблюдаю я,
Как мой дар с печалью благосклонной
Принимают белые друзья.

მარინა ცვეტაევა ალიას* (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)


და როცა – ოდესმე – როგორც წყალში,

წაგიღებს, გაჰყვები დინებას გზის,

გველივით დაფერფლე საკუთარ ტყავში

სახლი – მე -ლექსი — რაც შენში ზის.

 გახსოვდეს: დაბერდები ხელად.

 აჭენე დროგი, ღვინო სვი Яრში.*

 ლურჯთვალა ბოშად იცხოვრე ქარში.

 იცოდე, ცალად ხარ, ვიდრე ჰხვალ –

 და მოიშორე ხელისკვრით ყველა.

პარიზში იწვიან ბულვარები!

(ხომ გესმის, მილიონი თვალი!)

მადრიდში გრიალებენ გიტარები!

(ჩანს ჩემს ლექსებში მათი კვალი!)

  იცოდე (მაგ თვალთა  ცხელმა მზერამ

გაშალა ფრთა -შენი გზა დაიწყე),

გახსოვდეს, შვილო, სიბერის ერა,

სხვა ყველაფერი დაივიწყე

1917წ.

———————-

*ალია, არიადნა – მარინა ცვეტაევას უფროსი ქალიშვილი.

* Яრი.*- ცნობილი დუქანი მოსკოვის გარეუბანში,  რომელშიც ბოშური სიმღერები სრულდებოდა.

АЛЕ

А когда — когда-нибудь — как в воду
И тебя потянет — в вечный путь,
Оправдай змеиную породу:
Дом — меня — мои стихи — забудь.

Знай одно: что завтра будешь старой.
Пей вино, правь тройкой, пой у Яра,
Синеокою цыганкой будь.
Знай одно: никто тебе не пара —
И бросайся каждому на грудь.

Ах, горят парижские бульвары!
(Понимаешь — миллионы глаз!)
Ах, гремят мадридские гитары!
(Я о них писала — столько раз!)

Знай одно: (твой взгляд широк от жара,
Паруса надулись — добрый путь!)
Знай одно: что завтра будешь старой,
Остальное, деточка, — забудь.

მარინა ცვეტაევა – ვიყავ მწყაზარი (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა


ვიყავ მწყაზარი, შმაგი, მჩქეფარე,

-ყოფნა მწყუროდა!-

ვიყავ ჭკვიანი, ვიყავ მღელვარე

და მიხაროდა!

       სინაზე ერქვა ჩემ ირგვლივ არეს,

       არცოდნა ცოდვის…

       გვათანასწორებს ყველას სამარე,-

       ვშფოთავდი როდის?!

არმოსაწონი გავხდი არსება,

-ო, ვიქეც ყინვად.

რა მოხდა ადრე, ან რა მოხდება,

არ მქონდა ხილვად.

      გადავივიწყე, რომ გატყდა გული

      და კვლავ გულს ჰგავდა,

     გადავივიწყე  ხმა, სიტყვის სული,

     თმა -რომ ბრწყინავდა.

და სამაჯური ფირუზის, ძველი –

ღეროზე, ყუნწზე:

ამ თხელ, ამ ვიწრო, ამ წვრილ, ამ გრძელ-

ამ ჩემს  თლილ ხელზე.

     აფრიალებდა სიშორე ალამს –

     ჩანდა ღრუბელი,

     მის ჩასახატად სადაფის კალამს

     იღებდა  ხელი.

როგორ დახტოდნენ ცელქი ფეხები

ღობეზე დილით,

თითქოს გზის გასწვრივ მიწას ვეხები,

გარბოდა ჩრდილი.

     გადავივიწყე ლაჟვარდთ ცეცხლები,

     წყნარი დღეები…

     -ყველა სიანცე და ქარიშხლები,

     ჩემი ლექსები!

და აღსასრულის სასწაულით

სიცილი კვდება,

ჩემი ღაწვები, შეფაკლული,

გაფერმკრთალდება.

    არ გაიხსნება, – თუნდაც წესისთვის-

   – ო, ღვთის გულისთვის –

არც მზის ჩასვლის და არცა მზერისთვის,

არც მინდვრებისთვის

ქუთუთოები, დახრილი საწყლად

-არც ყვავილისთვის! –

ო, ჩემო მიწავ, გთხოვ, შემიწყალე,

უკუნითი უკუნისამდის!

      და ძველებურად დადნება მთვარე,

     თოვლიც დადნება,

     როცა ჩაირბენს თავბრუდამხვევი

     სიყრმე თავნება.

               х х х

Быть нежной, бешеной и шумной,

— Так жаждать жить! —

Очаровательной и умной, —

Прелест ной быть!

Нежнее всех, кто есть и были,

Не знать вины…

— О возмущенье, что в могиле

Мы все равны!

Стать тем, что никому не мило,

— О, стать как лед! —

Не зная ни того, что было,

Ни что придет,

Забыть, как сердце раскололось

И вновь срослось,

Забыть свои слова и голос,

И блеск волос.

Браслет из бирюзы старинной —

На стебельке,

На этой узкой, этой длинной

Моей руке…

Как зарисовывая тучку

Издалека,

За перламутровую ручку

Бралась рука,

Как перепрыгивали ноги

Через плетень,

Забыть, как рядом по дороге

Бежала тень.

Забыть, как пламенно в лазури,

Как дни тихи…

— Все шалости свои, все бури

И все стихи!

Мое свершившееся чудо

Разгонит смех.

Я, вечно-розовая, буду

Бледнее всех.

И не раскроются — так надо —

— О, пожалей! —

Ни для заката, ни для взгляда,

Ни для полей —

Мои опущенные веки.

— Ни для цветка! —

Моя земля, прости навеки,

На все века.

И так же будут таять луны

И таять снег,

Когда промчится этот юный,

Прелестный век.

მარინა ცვეტაევა – სიზმართ კავშირი ( თარმგნა მარინა გოგოლაშვილმა)


 

კაცთა შექმნილი არის წამიერი

და ახლის განცდაც ქრება,

თუმცა კავშირი, სიზმართმიღმიერი,

უცვლელი რჩება.

          თვითდამშვიდება…ჩამეძინოს მალე,-

         ქუთუთოები მთხოვენ.-

          სიზმრები გვიხსნიან კარს მომდგარ ხვალეს,-

         მარადისს ქსოვენ.

ჩემში ყველაფერი…ფიქრიც კი ფარული…

ნათობს კრისტალივით წმინდად

მუდმივ ამოცანად ვართ შენაღმული…

სიზმარი გვქმნიდა.

          მე არ ვლოცულობ: „ო, მოსპე, უფალო,

          ტანჯული ხვალის ცისკარი!“

          ვლოცულობ: „მასთან გაგზავნე, უფალო,

          ჩემზე სიზმარი!

დაე, გავფითრდე შენთან შეხვედრის ჟამს,-

რა სევდით სავსეა ის.

ჩვენ ვერ ვაჯობებთ იმ კავშირის წამს,

რასაც სიზმარი ქმნის.

——————————————————–

Связь через сны

Всё лишь на миг, что людьми создается,
Блекнет восторг новизны,
Но неизменной, как грусть, остается
Связь через сны.

Успокоенье… Забыть бы… Уснуть бы…
Сладость опущенных век…
Сны открывают грядущего судьбы,
Вяжут навек.

Всё мне, что бы ни думал украдкой,
Ясно, как чистый кристалл.
Нас неразрывной и вечной загадкой
Сон сочетал.

Я не молю: «О, Господь, уничтожи
Муку грядущего дня!»
Нет, я молю: «О пошли ему, Боже,
Сон про меня!»

Пусть я при встрече с тобою бледнею, —
Как эти встречи грустны!
Тайна одна. Мы бессильны пред нею:
Связь через сны.

მარინა ცვეტაევა – აი (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)


აი: ისმის –  და სიტყვებს ვერ ვიგებ,

აი: აქვეა – ბნელა თითქმის…

ვიცი: ველიდან -ან  ზევით იქნებ-

ეს ხმა , ალბათ, გულიდან ისმის.

წინ, ტანჯვის ცეცხლი კვლავ მახელებს!

ზვირთს ოქროს საწმისი ერთვის.

და  ზეცად აღვაპყრობ მე ხელებს –

ვით- ძველად – გოგონა ერთი.

* * *

Вот: слышится — а слов не слышу,
Вот: близится — и тьмится вдруг…
Но знаю, с поля — или свыше —
Тот звук — из сердца ли тот звук…

— Вперёд на огненные муки! —
В волнах овечьего руна
Я к небу воздеваю руки —
Как — древле — девушка одна…

<1918 — 1939>

მარინა გოგოლაშვილი – მე ვარ ცვეტაევა (ეძღვნება დიდი პოეტის გარდაცვალებიდან 81- ე წლისთავს)


მე ვარ ცვეტაევა -სხვა ხმებით დაღლილი;

მე ვარ ცვეტაევა – ფერებად დაღვრილი;

მე ვარ ცვეტაევა – ცისკენ თავახრილი;

მე ვარ ცვეტაევა -ტანზე ხორცგახდილი;

       მე ვარ ცვეტაევა -ბრბოსგან ლაფმოთხვრილი;

       მე ყელზე მაბია ბაწარი  ძაფწვრილი…

       მე ვარ ცვეტაევა -მიწაზე არმყოფი;

       მე ვარ ცვეტაევა  და -ზეცაც არ მყოფნის.

მე ვარ ცვეტაევა -აღმოვჩნდი ფსიქეა…

ფრთები დამეფერფლა – თუმც, ზეცაც აქვეა.

                                                 2018 წელი.

მარინა ცვეტაევა (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)


მარინა ცვეტაევა

ივნისი. ივლისი. ბულბულთა შარმი.

-და ჩვენ კი რაღაცით ჩიტებს ვგავდით.

და მაშინ – ბულბულთა განგაშის ღამით-

თოთოეული ჩვენს თავს მოვუკვდით.

აგვისტო-მეფე. ვერ უსმენს რულადას*.

ოქტომბრის ზალპი სასრული თუ არის…

შენ ავგუსტუსი უარყავ სრულადა

და სწორედ ამიტომ ვთქვი შენზე უარი!

*რულადა – ვირტუალური პასაჟი სიმღერაში

 Марина Цветаева

Июнь. Июль. Часть соловьиной дрожи.

— И было что-то птичье в нас с тобой —

Когда — ночь соловьиную тревожа —

Мы обмирали — каждый над собой!

А Август — царь. Ему не до рулады,

Ему — до канонады Октября.

Да, Август — царь. — Тебе царей не надо, —

А мне таких не надо — без царя!