P.S.თარგმანი ეძღვნება გენიალური ვიიონის ქართულად უბადლოდ ამმეტყველებლის, ზეციურ საქართველოში ახლახან გამგზავრებული უდიდესი მთარგმნელის, პოეტის, ესეისტისა და ლიტერატორის- დავით წერედიანის ხსოვნას. შობის ნათელმა უმეგზუროს!
* * *
სანამ დედამიწა ბრუნავს და სანამ შუქი ბნელს აკრთობს,
უფალო, მიეცი ყველას, რაც არ აქვს და რასაც ნატრობს:
მიეცი ჭკუა ბრძენკაცს, ლაჩარს კი ცხენი მიეც,
ბედნიერს მიეცი ფული… ნუ დამივიწყებ მეც.
უფალო, სუფევ ვიდრე, ვიდრე დედამიწა ბრუნავს,
ძალაუფლება მიეც, ვინც ამისათვის ზრუნავს;
თუნდ მხოლოდ ერთი დღით, უშურველს შვება მიეც,
მიეც სინანული კაენს… ნუ დამივიწყებ მეც;
ვიცი, რომ ყოვლისშემძლე ხარ, შენი სიბრძნისაც მწამს,
როგორც სულთმობრძავ ჯარისკაცს, სიცოცხლის ბოლო ჟამს,
სჯერა ედემში მოხვედრის. ყურს ატკბობს სიტყვა შენი.
ბრმა რწმენის შედეგი არის ნამოქმედარიც ჩვენი;
ჩემო უფალო, ჩემო ზურმუხტთვალება ღმერთო,
სანამ თვით მიწას თავისი ბრუნვა აკვირვებს ერთობ,
სანამ ჯერ ჰყოფნის, ჯერ კმარობს დრო-ჟამს, სითბოს და ცეცხლს,
მიჰმადლე ყველას მცირედი … არ დამივიწყო მეც!
***
Булат Окуджава. Молитва Франсуа Вийона
Пока земля еще вертится, Пока еще ярок свет,
Господи, дай же ты каждому, Чего у него нет:
Мудрому дай голову, Трусливому дай коня,
Дай счастливому денег…И не забудь про меня.
Пока земля еще вертится, — Господи, твоя власть! —
Дай рвущемуся к власти Навластвоваться всласть,
Дай передышку щедрому, Хоть до исхода дня,
Каину дай раскаяние…И не забудь про меня.
Я знаю: ты все умеешь, Я верую в мудрость твою,
Как верит солдат убитый, Что он проживает в раю,
Как верит каждое ухо Тихим речам твоим,
Как веруем и мы сами, Не ведая, что творим!
Господи, мой Боже, Зеленоглазый мой!
Пока земля еще вертится, И это ей странно самой,
Пока ей еще хватает Времени и огня,
Дай же ты всем по немногу… И не забудь про меня.