ნოქტიურნი

ტერენტი გრანელის ფიქრები / მოისმინა მარინა გოგოლაშვილმა/



სულში ზეიმობს ტანჯვა, როცა სამყაროს სძინავს
და ღრუბელაშლილ ცაზე ერთი ვარსკვლავი ბრწყინავს.
შეშინებული, უცებ, ისე მოწყდება ციდან,
თითქოს დრო, გაქცეული, მას აღარ დაუცდიდა.
სხივოსანი ცა როცა სამყაროს უძღვნის ღამეს,
ვუმზერ ტკივილით, რასაც ვერავინ დამიამებს.
მზის ცეცხლი, რითაც თბება ამ ქვეყნად მთაც და ბარიც,
ჩემთვის არასდროს გახლდათ ნამდვილი მეგობარი.
ეს სიმარტოვეც არის ნიშანი რაღაც ავის.
მკრთალი და ბნელი ჩრდილი ვარ საკუთარი თავის.
ნოქტიურნი ჟღერს ცაში, დგას ღამის მისტერია –
ისტერიაში ლექსის გრანელი მისტერია!
მ.გ.