ტერენტი გრანელი

ტერენტი გრანელის ფიქრები / მოისმინა მარინა გოგოლაშვილმა/



სულში ზეიმობს ტანჯვა, როცა სამყაროს სძინავს
და ღრუბელაშლილ ცაზე ერთი ვარსკვლავი ბრწყინავს.
შეშინებული, უცებ, ისე მოწყდება ციდან,
თითქოს დრო, გაქცეული, მას აღარ დაუცდიდა.
სხივოსანი ცა როცა სამყაროს უძღვნის ღამეს,
ვუმზერ ტკივილით, რასაც ვერავინ დამიამებს.
მზის ცეცხლი, რითაც თბება ამ ქვეყნად მთაც და ბარიც,
ჩემთვის არასდროს გახლდათ ნამდვილი მეგობარი.
ეს სიმარტოვეც არის ნიშანი რაღაც ავის.
მკრთალი და ბნელი ჩრდილი ვარ საკუთარი თავის.
ნოქტიურნი ჟღერს ცაში, დგას ღამის მისტერია –
ისტერიაში ლექსის გრანელი მისტერია!
მ.გ.

ტერენტი გრანელი – ,,ძველი ფიქრები ისევ დგებიან”


6edaa4904c3c.jpg

ძველი ფიქრები ისევ დგებიან,

ალბათ ასეა ნება განგების.

ცაზე ურიცხვი ვარსკვლავებია,
და ცა ინთება, როგორც კანდელი.

ჩემს სურვილს ციხის კედლები ფარავს,
ელავს თბილისი – შუქი გაბმული.
საკანში ბინდი შემოიპარა,
სადაც მე ვზივარ სულგანაბული.

მე სხვა ვარ, ხალხი სხვაგვარად მიცნობს
და ჩუმად ვიტან წამებას ამდენს.
სხვა ვინ მიხვდება, მხოლოდ მე ვიგრძნობ
ჩემს დაფიქრებას გაქვავებამდე.

მეგი გოგიტიძე & ირინა ბაირამაშვილი -შევეჩვიე ლანდებს (გიგი პაპასქირის რემიქსი)


მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს
აქამდე რომ ცოცხალი ვარ მიკვრის,
მე იმდენად შევეჩვიე ლანდებს
მინდა თოვლიშიც მათი კვალი ჩანდეს,
მე იმდენად შევეჩვიე სევდას
ყველა ლექსი ცრემლით დამისველდა,
მე იმდენად შევეჩვიე ღამეს
ეს სინათლე ვიცი გამაწამებს,
მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს
აქამდე რომ ცოცხალი ვარ მიკვირს …

ტერენტი გრანელი