ფატამინი

ფატმანი – ნესტანს (მარინა გოგოლაშვილი)


სევერიან მაისშვილის ნახატი: ფატმანი აპარებს ნესტანს გულანშაროდან.

ო, როგორ მტკივა, შენი – არა,

ჩემი წარსული

ამ ზღვით აქ მოვხვდი-

ცხოვრებისგან გამორიყული.

მას არ ვუყვარდი,

მე მიყვარდა, ისე ძალიან…

გულანშაროდან ჩემი მზერა

ამ ზღვამ დალია…

თავზე მაყრია

„სასალუქო“ ფერად-ფერადი…

„ზე-პირ“ ვიცინი“,

შიგნიდან მხრავს

დარდი ვერაგი.

ველოდი მშველელს,

დღემდე ველი -ვინ მომიგონებს?!..

გამოვიგონე ფლიდი უსენი,

ჭაშნაგირიც გამოვიგონე.

და ავთანდილმაც

ცის საჩუქრად მე რომ ჩავთვალე,

გამინაპირა, –

დამიყენა ორივე თვალი…

გავუბოროტდი თითქმის ყველას,

მაგრამ შენ-ვერა-

ტანჯვით დაღლილო, დაო, ნესტან,

სწორედ ჩემგან გჭირდება შველა…

სულის დობილო,

მიჯნურის ხვედრმა

ეკლიანი გზებით გვატარა:

შენ -აგატარა…

მე -ჩამატარა.